"პავილიონისის განცხადებები ხშირად ემსახურება რუსეთის ინტერესებს, რაც დეოკუპაციის და დემოკრატიის თვალსაზრისით, "ნაცმოძრაობის" იდენტურია"
29-07-2021
"პავილიონისის განცხადებები ხშირად ემსახურება რუსეთის ინტერესებს, რაც დეოკუპაციის და დემოკრატიის თვალსაზრისით, "ნაცმოძრაობის" იდენტურია"
"პავილიონისი არ არის საქართველოს მეგობარი პოლიტიკოსი - მისი განცხადებები ხშირად ემსახურება რუსეთის ინტერესებს, რაც დეოკუპაციის და დემოკრატიის თვალსაზრისით, "ნაცმოძრაობის" იდენტურია",- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპტატმა რატი იონათამიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში ქვეყანაში მინიმუმ 5 ოპოზიციური მაუწყებელი ფუნქციონირებს და საქართველოს ყველა მოქალაქის სიტყვის თავისუფლება უმაღლესი სტანდარტით არის დაცული.

"რამდენიმე თვის
წინ, როდესაც პავილიონისმა გაიმეორა ლავროვის სიტყვები და გვითხრა, რომ აფხაზეთი დავკარგეთ, რასაც, თურმე, უნდა შევეგუოთ, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა თავისი ქვეყნის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლებმაც მის ნაცვლად მოიხადეს ბოდიში. თავად პავილიონისს და მის მეგობარ "ნაციონალურ მოძრაობას" კი ხმაც არ ამოუღიათ. ახლა, "ნაცების" მეგობარი ჩვენ
"გვარიგებს ჭკუას" მედიის თავისუფლებაზე. იმ პარტიის მეგობარი, ვინც სპეცრაზმით იჭრებოდა დამოუკიდებელ მედიაში, რეპრესიებს ახორციელებდა განსხვავებულ აზრზე და მოდელირებული ქრონიკით იწონებდა თავს… როდესაც ფაქტებს ამახინჯებ, ეს სუბიექტურობაზე და მიკერძოებაზე მიუთითებს. "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში (როგორც არასდროს, დამოუკიდებლობის შემდეგ) ქვეყანაში დაუბრკოლებლად მაუწყებლობს მინიმუმ 5 ოპოზიციური ნაციონალური მაუწყებელი, არაერთი ბეჭდური თუ ონლაინ მედია და უმაღლესი სტანდარტით არის დაცული საქართველოს ყველა მოქალაქის სიტყვის თავისუფლება. ვინც ამას ვერ ხედავს, ის ან ქართული დემოკრატიის მტერია, ან ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას აღიქვამს საფრთხედ. ფაქტია, რომ პავილიონისის სახით "ნაცმოძრაობას" და ოკუპანტ ქვეყანას საერთო გარესპიკერი ყავთ", - წერს რატი იონათამიშვილი.

ცნობისთვის, როგორც ​ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა "მთავარ არხთან" საუბრისას განაცხადა, მედიასა და სიტყვის თავისუფლებაზე შეტევა ავტოკრატიაზე მიუთითებს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სიძულვილი და ძალადობა შეაჩეროს.
29 ივლისი 2021 16:38
სრულად ვეთანხმები რატი იონათამიშვილს!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები