"ნაცმოძრაობა" დარჩება პარლამენტში და ამას მარტივი ახსნა აქვს, "ოცნებას" საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდოს"
"ნაცმოძრაობა" დარჩება პარლამენტში და ამას მარტივი ახსნა აქვს, "ოცნებას" საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდოს"
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დარჩება პარლამენტში და ამას მარტივი ახსნა აქვს. ჩვენ არ უნდა მივცეთ "ქართულ ოცნებას" საშუალება, რომ ჩააგდოს მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ემსახურება ამ ქვეყნის მომავალ განვითარებას",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი მოსაზრებით, დღეს, "ქართული ოცნების" ოცნებაა, რომ ამ ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს და მოსუფთავებულ ველზე დარჩეს.

"ნიკა მელიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დატოვოს პარლამენტი. ის უკვე მთლიანად გადაეშვება იმ ბრძოლაში, რომელსაც ჰქვია
რეჟიმის დამარცხება. რა თქმა უნდა, ჩვენც, ყველა აბოლუტურად ვიქნებით წარმოდგენილი ბრძოლაში. პარლამენტში ყოფნა-არყოფნის საკითხს რაც შეეხება, ეს იყო გუშინ განხილვის თემა. ბევრი აზრთა სხვადასხვაობა იყო,მაგრამ საბოლოო ჯამში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დარჩება პარლამენტში და ამას მარტივი ახსნა აქვს. ჩვენ არ უნდა მივცეთ "ქართულ ოცნებას"
იმის საშუალება, რომ ჩააგდოს ძალიან მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ემსახურება ამ ქვეყნის მომავალ განვითარებას და ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას. ეს საკონსტიტუციო ცვლილებები მნიშვნელოვანია როგორც ოპოზიციისთვია, განსაკუთრებით მცირე პარტიებისთვის,რომელიც ეხება ბარიერის საკითხს და ბუნებრივია, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას, რომ ეს საკონსტიტუიო ცვლილებები იქნას მიღებული", - აცხადებს უდუმაშვილი.

მისი განმარტებით, როდესაც ნიკა მელიამ გუნდში თქვა, რომ ის აპირებდა პარლამენტის დატოვებას, გუნდის წევრების პოზიციაც იყო ის, რომ მაშინ ყველას ერთად დაეტოვებინა პარლამენტი, რადგან რთულია ჩართული იყო საპარლამენტო რუტინაში, როდესაც "მართლაც ქვეყანას ვკარგავთ".

"მეორე მხარეს იყო ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ჩვენ გარეშე ფიზიკურად ვერ მოიღება. ჩვენ რომ პარლამენტი დავტოვოთ საკონსტოტუციო ცვლილებები ვერ იქნება მიღებული. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტექნიკურად ვიყოთ პარლამენტში წარმოდგენილი და ეს საკონსტიტუციო ცვლილებები მივაღებინოთ " ქართულ ოცნებას", - აცხადებს უდუმაშვილი.

მისივე თქმით, დღეს ის დროა, როდესაც ოპოზიციამ ძალები უნდა გააერთიანოს არჩევნებისთვის, რადგან "ქართულმა ოცნებამ" მიშელის ხელშეკრულების ანულირებით "კიდევ ერთი დამატებითი ფანჯარა გახსნა დიალოგისა და ძალების გაერთიანებისთვის".

რაც შეეხება საკითხს, მოაწერს თუ არა მიშელის დოკუმენტს ხელს "ნაციონალური მოძრაობა"ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, როგორ უნდა მოაწერონ ხელი ანულირებულ დოკუმენტს.

"დოკუმენტს, რომელიც აღარ არსებობს ხელი რას უნდა მოაწერო?მაგრამ მე მგონი, ახლა, ეს, საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი იქნება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" ხელმოწერა ამ დოკუმენტზე. დარწმუნებული ვარ, რომ ყოფილიყო "ნაციონალური მოძრაობის" ხელმოწერა დოკუმენტზე მაინც მიიღებდნენ ამ გადაწყვეტილებას, ისინი საბაბს ეძებდნენ", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები