თამარ კორძაია საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს
თამარ კორძაია საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს
ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "ქართულ ოცნებასთან", რომელსაც ქვეყანა რუსული კურსისკენ დეკლარირებულად მიჰყავს, თანამშრომლობა შეუძლებელია.

"მე ამ შეთანხმებას ხელი მოვაწერე, იმიტომ რომ დასავლური კურსი არის მნიშვნელოვანი. ბევრი პუნქტი შეიძლება არ იყო მოსაწონი, მაგრამ შეთანხმება იყო დასავლური ეგიდით. ახლა კი იმ ძალა, რომელსაც ეს შეთანხმება უნდა შეესრულებინა მას ანულირებულად აცხადებს, არ აინტერესებს დასავლეთი, დასავლეთის შეფასება, ამიტომ მასთან საპარლამენტო თანამშრმლობა შეუძლებელია. "ქართულმა ოცნებამ" რუბიკონი გადალახა.
სანამ ის არ დაიხევს უკან, მასთან თანამშრლომლობა შეუძლებელია და შეურაცხყოფილი უნდა იყოს ყველა, ვინც დოკუმენტს ხელი მოაწერა. კიდევ ერთი საკითხი - როცა დოკუმენტს ხელს ვაწერდით, მაშინ ვიყავით ოპოზიცია და ახლა აღმოჩნდა რომ მხოლოდ 10% გავხდით?! "ქართული ოცნების" ორმაგ სტანდარტებს კი არ, ვერ შევუწყობ ხელს პარლამენტში
სესიებზე შესვლით და კრტიიკული კითხვების დასმით. შესაბამისად, მათთან კომუნიკაციას საპარლამენტო ფორმატში არ აქვს აზრი. არჩევნების გზით უნდა დავამარცხოთ და ვაიძულოთ ის ვადამდელი არჩევნები დანიშნოს", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ცნობისთვის, საპარლამენტო მანდატები უკვე დატოვეს ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ. "ნაციონალური მოძრაობა" კი საპარლამენტო საქმიანობას აგრძელებს.
ალექს
30 ივლისი 2021 06:29
რა ეშველებათ, ვეღარ დაწერენ ფშუე ფშუტე პიარკოსმეტიკურ კანონებს უშენოდ, ეგარი !

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები