"მუქარანარევი განცხადებების ნაცვლად, სჯობს რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება"
29-07-2021
"მუქარანარევი განცხადებების ნაცვლად, სჯობს რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება"
მუქარანარევი განცხადებების ნაცვლად, სჯობს რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და სწორედ ეს შეუწყობდა ხელს უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას, - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის კომენტარებს საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებთან "Agile Spirit 2021" დაკავშირებით.

როგორც დარსალია აცხადებს, საქართველოს, ისევე როგორც მთელი რეგიონის უსაფრთხოებას ძირს უთხრის სწორედ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა.

"ყურადღება მივაქციეთ
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის კომენტარებს საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებთან "Agile Spirit 2021" დაკავშირებით და გვინდა აღვნიშნოთ შემდეგი:

საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, აქვს სრული უფლება თავის ტერიტორიაზე ჩაატაროს სამხედრო წვრთნები, მათ შორის მრავალეროვნული ხასიათის, საერთაშორისო სამართლის შესაბამისი მოთხოვნების დაცვით, რაც ხორციელდება კიდეც.

საქართველოს ტერიტორიაზე
მიმდინარე სამხედრო წვრთნები ემსახურება ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწას და გაძლიერებას, მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას და არ არის მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ.

საქართველოს, ისევე როგორც მთელი რეგიონის უსაფრთხოებას ძირს უთხრის სწორედ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, პირველ ყოვლისა საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, მათი მილიტარიზაცია და პერმანენტული სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მუქარანარევი განცხადებების ნაცვლად, სჯობს რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და სწორედ ეს შეუწყობდა ხელს უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას", - განაცხადა დარსალიამ.

ცნობისთვის, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა საქართველოში მიმდინარე წვრთნებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სამხედრო სწავლება "მტკიცე სული 2021" კიდევ ერთი დასტურია, რომ ნატო თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურით არა მხოლოდ ჩვენს საზღვრებს ირგვლივაა, არამედ ჩვენს საზღვრებს ეხება.

მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოქმედება რუსეთის საზღვრებთან ავალდებულებს მათ, მიიღონ ზომები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

"ინტერპრესნიუსი"


რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?
თვის კითხვადი სტატიები