"ერთადერთი, ვისაც რიგგარეშე არჩევნები აწყობს, გახარიაა"
"ერთადერთი, ვისაც რიგგარეშე არჩევნები აწყობს, გახარიაა"
"ცხადია, რომ 43%-იანი დათქმის ჩაშლა ძალაუფლების დაკარგვის ზღვარგადასულმა შიშმა განაპირობა" - წერს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში და ამის მიზეზებს განმარტავს:

"ამასთანავე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ არც "ნაც. მოძრაობაა" ამის წინააღმდეგი და აი რატომ:

ხელისუფლების პრობლემა ბარიერთან დაკავშირებით მთლიანად გახარიას გაძლიერებით არის განპირობებული. საკუთრივ ნაც. მოძრაობა ელექტორალურ ზრდას ვერ აჩვენებს. შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნების შიში აქვთ, რადგან გახარიას ვერ მოიაზრებენ საკუთარ კოალიციაში და შესაბამისად ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივა ძალიან სუსტია.

არც სხვა მცირე
პარტიებს აწყობთ რიგგარეშე, რადგან საკუთარი რესურსებით ელექტორალურ ბაზას ვერ აფართოვებენ.

მოკლედ, ერთადერთი, ვისაც რიგგარეშე არჩევნები აწყობს, გახარიაა.
"ობიექტური შემფასებელი"
30 ივლისი 2021 16:59
შენ გიხაროდეს, გახარია ხომ "შენი კაცია"?
nina
30 ივლისი 2021 16:48
და ხალხის ხმებსაც მიიღებს.გახარია რომ არ წასულიყო, პენსიას კიდევ გაზრდიდა. არადა დღევანდელები არიან,უარესად გვაგიჟებენ თურმე ეკონომიკის ზრდის ტემპი ორნიშნა რიცხვს გაუტოლდაო. ორნიშნა ჭირი და დოზანა ამის დამთვლელს. შუა ზაფხულში ბოსტნეულსაც რომ ცეცხლის ფასი ადევს, როდისმე ამდროს ყოფილა ეს ფასები?
:)
30 ივლისი 2021 16:07
მალადეც :)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები