ვინ არის ნინო ლაცაბიძე, რომელიც "ქართული ოცნების" სახელით რუსთავის მერობისთვის იბრძოლებს - კვირის პალიტრა

ვინ არის ნინო ლაცაბიძე, რომელიც "ქართული ოცნების" სახელით რუსთავის მერობისთვის იბრძოლებს

რუსთავში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე იქნება. ნინო ლაცაბიძე ამჟამად პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამართულ მეორე ტურში ლაცაბიძემ ამომრჩევლების საერთო რაოდენობის ხმათა 89.79%-ზე მეტის მხარდაჭერა მოიპოვა.

ნინო ლაცაბიძე 36 წლისაა, ჰყავს მეუღლე - ვაჟა ბრაგვაძე და ოთხი შვილი.

ლაცაბიძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაამთავრა.

2008-2013 წლებში იყო თბილისის მერიის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის მთავარი სპეციალისტი; 2013 წელს საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგ ცენტრში, საარჩევნო ბლოკის "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება", საპრეზიდენტო არჩევნების პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობდა. იყო ასევე თბილისის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის უფროსი; განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები