"პოლიტიკური უკუსვლა აჩენს ვარაუდს, რომ საქართველო უხვევს დასავლეთისკენ მიმავალი გზიდან და კარგავს დემოკრატიულ იმპულსს" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკური უკუსვლა აჩენს ვარაუდს, რომ საქართველო უხვევს დასავლეთისკენ მიმავალი გზიდან და კარგავს დემოკრატიულ იმპულსს"

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და მიანიშნებს, საქართველო დასავლეთისკენ მიმავალი გზიდან უხვევს.

"პოლიტიკური უკუსვლა - ზოგიერთის უარი საპარლამენტო ადგილების დაკავებაზე, მუდმივი საარჩევნო ხარვეზები, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული კომპრომისის იგნორირება - აჩენს ვარაუდს, რომ საქართველო უხვევს დასავლეთისკენ მიმავალი გზიდან და კარგავს დემოკრატიულ იმპულსს," - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი "ტვიტერში" წერს.

მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოების ჩარევამ და ახალმა არჩევნებმა შესაძლოა, დაძაბულობის განმუხტვა შეძლოს.

"ინტერპრესნიუსი"