"გახარიას წარმატებას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს..."
"გახარიას წარმატებას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს..."
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი "აირაის" კვლევების შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

გახარიას წარმატებას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს, რომელიც კვლევებშიც კარგად ჩანს:

1. მოთხოვნა ორი პოლუსის მიღმა არჩევანზე მწვავედ დეფიციტურია (IRI - 61%). სხვა პარტიები ვერ ახერხებენ დისტანცირებას პოლუსებიდან. მიუხედავად მცდელობისა, ულტრა-კონსერვატორები ოცნების, ხოლო ლიბერალები ნაც.მოძრაობის ორბიტაზე რჩებიან.

2. გახარია არ ადის ქართული პოლიტიკის ტატამზე. მას მუდმივად სთავაზობენ ტრადიციულ ქართულ ჭიდაობას, ის კი უკონტაქტო სპორტის მიმდევარია, რაც მოსწონს მუდმივი სტრესით გადაღლილ
ამომრჩეველს. განსაკუთრებით იმათ, ვინც მის მიზნობრივ სეგმენტს წარმოადგენს და ძირითადად ოცნების მსხვერპლი ხდებოდა არჩევნებზე "ანტი-მიშა" ნეგატიური ტექნოლოგიური მატრიცის ფორმირების მეშვეობით", - წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)" ახალი კვლევის თანახმად, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს გამოკითხულთა 26% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 14% "ნაციონალურ მოძრაობას",
9 % კი გიორგი გახარიას პარტიას.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, შეკითხვაზე: რომელ პარტიას მისცემდით ხმას მომავალ კვირას რომ მუნიციპალური არჩევნები ტარდებოდეს, ხმები ასე გადანაწილდა: "შრომის პარტია - შალვა ნათელაშვილი" -3%; "გირჩი, მეტი თავისუფლება -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე" - 2%; "სტრატეგია აღმაშენებელი" - გიორგი ვაშაძე - 2%; "ლელო - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე" - 2%, "პატრიოტთა ალიანსი" - 2%; "მოქალაქეები" - 2%; "ერი- ლევან ვასაძე" - 1%; "ევროპული საქართველო - გიგა ბოკერია" - 1%; "ხალხისთვის - ანა დოლიძე" - 1%; "დროა" - ელენე ხოშტარია 1 %; "გირჩი" - 1%; სხვა პარტიები - 1%. პასუხი "არ ვიცი" აირჩია - 20%-მა, პასუხზე უარი განაცხადა -7 %-მა.
ზურაბ
03 აგვისტო 2021 11:52
გახარიას წარმატებას შენთან მეზობლობა განაპირობებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები