"ხალხს უნდა ცვლილებები, ადამიანები 41-ს აღარ შემოხაზავენ" - კვირის პალიტრა

"ხალხს უნდა ცვლილებები, ადამიანები 41-ს აღარ შემოხაზავენ"

ხალხს უნდა ცვლილებები, ადამიანები 41-ს აღარ შემოხაზავენ, სწორედ ამიტომ, "ქართული ოცნება" ვეღარ შეაგროვებს ვერც 43%-ს და ვერც 41%-ს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ IRI-ს კვლევის შედეგების შეფასებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველ ძალას ყველაფრის პოლარიზებულად წარმოჩენა სურს. ვაშაძის თქმით, ღარიბაშვილს პასუხს 2 ოქტომბერს ხალხი გასცემს.

"საზოგადოებას უნდა სიახლეები და შეგახსენებთ, რომ საზოგადოების 61% ეძებს ახალ არჩევანს. ჩვენი მთავარი მიზანია ხალხის ნდობა. დარწმუნებული ვარ, რომ წელს დიდი ცვლილებების წელი იქნება.

მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ კვლევაში ყველა პარტიის პროცენტები დაკლებულია. რეალობა ისაა, რომ ხალხი ეძებს სიახლეებს, განსხვავებულ არჩევანს.

რაც შეეხება ღარიბაშვილის განცხადებას, ეს არახალია. მათ უნდათ, რომ ყველაფერი ერთ პოლარიზებულ ვითარებად წარმოაჩინონ. კვლევა არის ხალხის ხმა და თუ გაჯიუტდები, საზოგადოება პასუხს აუცილებლად მოგთხოვს და ხალხი 2 ოქტომბერს აუცილებლად გასცემს პასუხს ირაკლი ღარიბაშვილს,"- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, NDI და IRI "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ მართული ორგანიზაციების ჩატარებულ კვლევებს აქვეყნებენ.