"ჩვენი მთავრობის გამოწვევა იყო ციხეებში წამება, რაც 2012 წელს დავასრულეთ - დღეს გვაქვს მართლაც სანიმუშო, სამაგალითო ვითარება ციხეებში"
"ჩვენი მთავრობის გამოწვევა იყო ციხეებში წამება, რაც 2012 წელს დავასრულეთ - დღეს გვაქვს მართლაც სანიმუშო, სამაგალითო ვითარება ციხეებში"
"ჯერ კიდევ რჩება გამოწვევად საბჭოთა კანონმდებლობა, რომელიც რჩება ჩვენს დღევანდელ რეალობაში", - ამის შესახებპრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი ძალის მიზანი უნდა იყოს საბჭოთა მემკვიდრეობის სრულად ჩანაცვლება და ევროპულ კანონმდებლობასთან სრულ ჰარმონიაში მოქცევა.

ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე.

"ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ 2012 წელს, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენი მთავრობის გამოწვევა იყო ციხეებში წამება, არაადამიანური მოპყრობა, რაც იყო ყოველდღიური პრაქტიკა და ცხოვრება
ციხეებში, რაც ჩვენ 2012 წელს, მოსვლისთანავე დავასრულეთ. დღეს გვაქვს მართლაც სანიმუშო, სამაგალითო ვითარება ციხეებში. მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე ვართ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები