საქართველო ბელგიისგან საჩუქრად "ასტრაზენეკას" 86 400 დოზას მიიღებს - რას წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

საქართველო ბელგიისგან საჩუქრად "ასტრაზენეკას" 86 400 დოზას მიიღებს - რას წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში?

საქართველო ბელგიისგან საჩუქრად „ასტრაზენეკას“ 86 400 დოზას მიიღებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბელგიას საქართველოსთვის „ასტრაზენეკას“ 86 400 დოზის საჩუქრად გადმოცემისთვის მადლობას უხდის.

როგორც ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს, მხარდაჭერა პანდემიის რთულ პერიოდში მნიშვნელოვანია.

„მადლობას ვუხდი კოლეგა სოფი ვილმესს და ბელგიის მთავრობას საქართველოსთვის გამოყოფილი „ასტრაზენეკას" ვაქცინის 86 400 დოზისთვის. თქვენი მხარდაჭერა პანდემიის რთულ პერიოდში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - წერს ზალკალიანი Twiiter-ზე.

"ინტერპრესნიუსი"