"მოისმინა, როგორ უყვიროდა ის თავდამსხმელს" - "ნიუ-იორკ პოსტი" საქართველოში ავსტრალიელი ქალის მკვლელობაზე წერს - კვირის პალიტრა

"მოისმინა, როგორ უყვიროდა ის თავდამსხმელს" - "ნიუ-იორკ პოსტი" საქართველოში ავსტრალიელი ქალის მკვლელობაზე წერს

"ნიუ-იორკ პოსტი" საქართველოში ავსტრალიელი ქალის მკვლელობაზე წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, "ავსტრალიელი ქალი სეირნობისას გააუპატიურეს და მოკლეს, მეგობარმა კი, რომელსაც მან შეერთებულ შტატებში დაურეკა, მოისმინა, როგორ უყვიროდა ის თავდამსხმელს".

გამოცემა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ 31 წლის შანაე ბრუკი, რომელიც საქართველოში ინგლისურს ასწავლიდა, მთაწმინდაზე ფეხით სეირნობდა, როდესაც თავს დაესხნენ და მეგობარმა, რომელსაც ის იმ დროს ტელეფონით ესაუბრებოდა, გაიგონა: "გთხოვთ, გამიშვით, უბრალოდ გამიშვით".

შეგახსენებთ, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ავსტრალიის მოქალაქის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.