"საკონსტიტუციო ცვლილებებზე ყველანაირი ჭორი მოვისმინე - დაველოდოთ, რას გადაწყვეტენ, მათი უზენაესობა "ქოცები" - კვირის პალიტრა

"საკონსტიტუციო ცვლილებებზე ყველანაირი ჭორი მოვისმინე - დაველოდოთ, რას გადაწყვეტენ, მათი უზენაესობა "ქოცები"

"საკონსტიტუციო ცვლილებებზე ყველანაირი ჭორი მოვისმინე - დაველოდოთ, რას გადაწყვეტენ, მათი უზენაესობა "ქოცები", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ბედი ეწევა საკონსტიტუციო ცვლილებებს.

"ქართულმა ოცნებამ" დაინახა, რომ 43 პროცენტის აღება ნაკლებად შეეძლო და ამიტომ გავიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან. ამის მიუხედავად, 43 პროცენტის ვერ აღების შემთხვევაში, ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება, რომ რიგგარეშე არჩევნები არ დანიშნოს. საკონსტიტუციო ცვლილებებზე ყველანაირი ჭორი მოვისმინე. იმდენად მრავალფეროვანია ეს ჭორები, აზრი არ აქვს მსჯელობას და სჯობს, დაველოდოთ, რას გადაწყვეტენ, მათი უზენაესობა "ქოცები",- განაცხადა ხვიჩიამ.