დაიწყო თუ არა მართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის განხეთქილება - რა კომენტარს აკეთებს კახა კალაძე? - კვირის პალიტრა

დაიწყო თუ არა მართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის განხეთქილება - რა კომენტარს აკეთებს კახა კალაძე?

რა განხეთქილება უნდა იყოს, ან რაში უნდა იყოს განხეთქილება?! - ასე უპასუხა "ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ, მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის ხომ არ დაიწყო ერთგვარი განხეთქილება.

მისი თქმით, ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა გამოხატოს საკუთარი პოზიცია.

„ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება, - ეს შეიძლება იყოს მცდარი, შეიძლება იყოს სწორი. ასე რომ, ყველა ადამიანს აქვს თავისი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა“, - განაცხადა კალა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"