ვახტანგ კიკაბიძე: "ღმერთმა ჩვენ ახალგაზრდა ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი გამოგვიგზავნა" - კვირის პალიტრა

ვახტანგ კიკაბიძე: "ღმერთმა ჩვენ ახალგაზრდა ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი გამოგვიგზავნა"

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე მსახიობმა და მომღერალმა ვახტანგ კიკაბიძემ გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდასთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა:

"ყოფილი საბჭოთა კავშირის მოსახლეობა მიჩვეული იყო, რომ ხელისუფლებას ისინი არ აინტერესებდა... "ახლა კი ღმერთმა ჩვენ ახალგაზრდა ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი გამოგვიგზავნა. წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რომ ის ამდენს შეძლებდა. ვფიქრობ, მან მხოლოდ მესამედი გააკეთა იმისა, რაც შეუძლია კიდევ გააკეთოს.

მას საკმაოდ კარგად ვიცნობ. როცა გელაპარაკება, თან კიდევ რაღაცით არის დაკავებული, მის თვალებში ჩანს, რომ რაღაცაზე ფიქრობს, რაღაც არ ავიწყდება და ცდილობს, გააძლიეროს პატარა ქვეყანა, რომელიც დანგრეული და კორუმპირებული იყო. თუ ახლა საქართველოში ჩამოხვალთ, ვერ იცნობთ! გაგაოცებთ - გზები, პოლიცია, შენობები", - აღნიშნა ვახტანგ კიკაბიძემ.

კიკაბიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაში ახალგაზრდა ლიდერი უნდა იყოს, რადგან პროგრესს სწორედ ახალგაზრდები ქმნიან.