"მივმართავ მთავრობას, ირაკლი ღარიბაშვილს და მის არაფორმალურ მმართველს, ივანიშვილს, გაისუსეთ, გაიყურსეთ, გეგონება მე არ ვარსებობ" - კვირის პალიტრა

"მივმართავ მთავრობას, ირაკლი ღარიბაშვილს და მის არაფორმალურ მმართველს, ივანიშვილს, გაისუსეთ, გაიყურსეთ, გეგონება მე არ ვარსებობ"

"მივმართავ მთავრობას, ირაკლი ღარიბაშვილს და მის არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს. გაისუსეთ, გაიყურსეთ, გეგონება მე არ ვარსებობ, პირადშიც, ყველანაირ ჭრილშიც ეს თქვენზე იყოს. მე არ ვბრაზობ, რადგან მესმის, რომ გეშინიათ. მჯერა, რომ რაც მჭირს, თქვენი ბრალი არ არის. თქვენს ზემდგომი ინსტანციების ბრალია", - ამის შესახებ ლევან ვასაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მან საქართველოს ხელისუფლებას ასევე მოუწოდა, რომ 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების შედეგად ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირები გაეთავისუფლებინათ.

"გამოუშვით ეს ბიჭები, ვინც 5 ივლისს დაიჭირეთ. ამ ბიჭებს უნდა გამოვესარჩლოთ, ისენი არ არიან მოძალადეები, ისინი არიან ეროვნული ტრადიციის დაცვაში მოყოლილი მსხვერპლი ტელეტერორისტების და მაიმუნების მხრიდან. დააკავეთ ის 10 პროვოკატორი, ვინც თავისი განცხადებებით გამოიწვია ქვეყანაში ეს კრიზისი. ხომ ცხადია, ვისი ბრალია? ჩაატარეთ გამოძიება, ვინ და როგორ დაატრენინგა ეს ტელეტერორისტები, რომლებიც შეკრებილ ხალხს მივარდნენ და გამოიწვიეს. გაარკვიეთ, როგორი პროვოკაციები გამოიწვიეს, რომ ცემა-ტყეპა მოხდა იქ. გაარკვიეთ ამ პროვოკატორებს ვინ ატრენინგებდა, დააკავეთ და გაასამართლეთ ისინი", - აღნიშნა ლევან ვასაძემ.