"ივანიშვილმა თვეების წინ პოლიტიკა დატოვა, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ "ოცნების" დაფინანსებასაც წყვეტს, ჩვენი შემოწირულობების სია შეგიძლიათ კარგად შეისწავლოთ" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილმა თვეების წინ პოლიტიკა დატოვა, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ "ოცნების" დაფინანსებასაც წყვეტს, ჩვენი შემოწირულობების სია შეგიძლიათ კარგად შეისწავლოთ"

"ბიძინა ივანიშვილმა თვეების წინ გადაწყვიტა და პოლიტიკა დატოვა. რა თქმა უნდა, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნების" დაფინანსებასაც წყვეტს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, "ქართული ოცნების" შემოწირულობები აბსოლუტურად გამჭვირვალეა.

"განზოგადებული საუბარი და სპექტაკლები არ გინდათ. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თვეების წინ გადაწყვიტა და პოლიტიკა დატოვა და რა თქმა უნდა, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნების" დაფინანსებასაც წყვეტს. ჩვენი შემოწირულობები აბსოლუტურად გამჭვირვალეა, თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ეს სია, კარგად შეისწავლოთ და იმეცადინოთ", - მიმართა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.