"ოპონენტებისგან მუდმივად მიმდინარეობს კრიტიკა, რომ ჩვენი მმართველობის დროს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა, სატრაბახო არაა, მაგრამ ეს მაჩვენებლი 100 ათასითაა გაზრდილი"
"ოპონენტებისგან მუდმივად მიმდინარეობს კრიტიკა, რომ ჩვენი მმართველობის დროს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა, სატრაბახო არაა, მაგრამ ეს მაჩვენებლი 100 ათასითაა გაზრდილი"
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უსაფუძვლო კრიტიკას უწოდებს ოპონენტების განცხადებებს, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა და ამბობს, რომ ეს მაჩვენებელი 100 ათასით გაიზარდა. როგორც ღარიბაშვილმა ხონში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, ზრდის ეს მაჩვენებელლი სატრაბახო არაა, თუმცა აუცილებელია, რომ "მოსახლეობას სიმართლე უთხრან".

"მუდმივად მიმდინარეობს აპელირება და კრიტიკა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა და ა.შ. წინა ხელისუფლების, სააკაშვილის დროს, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით
საქართველოს მოსახლეობა 219 ათასი ადამიანით შემცირდა. ჩვენ დროს მცირედი ზრდაა და სატრაბახო არაა, მაგრამ სიმართლე უნდა ვუთხრათ მათ და ჩვენს მოსახლეობას, რომ ეს მაჩვენებლი 100 ათასითაა გაზრდილი. მცირედია ეს, მაგრამ, როდესაც საუბარია უსაფუძვლო კრიტიკაზე, აუცილებელია მოვიყვანოთ ფაქტები და მოსახლეობას სიმართლე ვუთხრათ",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები