"ნახავთ გახარია სად იქნება არჩევნების შემდეგ, პატარა ბავშვივით გაიქცა და გადადგა იმის გამო, რომ ნიკა მელია პოლიციას არ დაეკავებინა" - კვირის პალიტრა

"ნახავთ გახარია სად იქნება არჩევნების შემდეგ, პატარა ბავშვივით გაიქცა და გადადგა იმის გამო, რომ ნიკა მელია პოლიციას არ დაეკავებინა"

თქვენ ნახავთ გახარია სად იქნება არჩევნების შემდეგ, პატარა ბავშვივით გაიქცა და გადადგა იმის გამო, რომ ნიკა მელია პოლიციას არ დაეკავებინა,- ასე აფასებს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის, გიორგი გახარიას მიერ გუშინ "ტვ პირველის" ეთერში გაკეთებულ განცხადებებს.

მისივე თქმით, ღალატია ის, რაც გიორგი გახარიამ ჩაიდინა.

"თქვენ ნახავთ გახარია სად იქნება არჩევნების შემდეგ. ერთს ვეტყვი, აქედან შევახსენებ გახარიას, რომ მე მას სახელი უკვე დავარქვი, ყველამ, მათ შორის, პარტიის დამფუძნებელმა მას დაარქვა სახელი. ყველა მოქალაქემ კარგად იცის, რა ჩაიდინა მან. ღალატია ის, რაც მან ჩაიდინა. მეორე, გუშინ წავიკითხე მისი კომენტარი, როდესაც გულდაწყვეტით საუბრობს ინსტიტუტის დაკნინებაზე თუ დანგრევაზე, რაღაც თქვა. მინდა მოსახლეობას შევახსენო, ჩვენ ამის თაობაზე გუნდის შიგნით არაერთხელ გვითქვამს, მათ შორის, მისი თანდასწრებით. ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო ის, როდესაც პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს კანონის აღსრულებაზე და მისი პირდაპირი მოვალეობის შესრულებაზე. პატარა ბავშვივით გაიქცა და გადადგა იმის, გამო რომ ნიკა მელია არ დაეკავებიან პოლიციას. მეორე ინსტიტუტის დაკნინება და დანგრევა იყო ის, როდესაც მან ჩაიყვანა სპეცრაზმი პანკისში და მთელ სოფელს აცემინა ქვებით. კაცი არ დაუსჯია მას. მესამე, ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, გახსოვთ, გაუგებარი სპეცოპერატია ჩაატარა კლუბებში შევიდა, ააწიოკა ხალხი შემდეგ გამოვიდა და ვნახეთ, რომ კლუბში ვინც იყვნენ, მათ შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს, გამოვიდა და ბოდიში მოუხადა ამ ხალხს, მათ შორის, იმ ხალხს, ვისაც ნარკომანებს ეძახდა და ასე შემდეგ. ასევე, ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინებაა ის, როცა აბსოლუტურად გაუაზრებლად უგუნურად დაგეგმავ ოპერაციას, "გავრილოვის ღამეს" ჩატარებულ სპეცოპარაციას ვგულიხმობ, გამოიყვან სპეცრაზმს გარეთ, როდესაც შიგნით უნდა ყოფილიყო. ნებისმიერ დამწყები სპეციალისტი მაგას აუხსნიდა. აცემინა 3 საათის განმავლობაში, მოსახლეობას აყურებინა როგორ სცემდნენ აგრესიული "ნაცმოძრაობის" წევრები ჩვენს საამაყო პოლიციელებს და სპეცრაზმს. ეს არის სირცხვილი და ინსტიტუტების დანგრევა", - აღნიშნავს პრემიერი.

იხილეთ ვიდეო