რა უპასუხა გიორგი გახარიამ კითხვაზე, იცის თუ არა მეგრული - კვირის პალიტრა

რა უპასუხა გიორგი გახარიამ კითხვაზე, იცის თუ არა მეგრული

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, მან მეგრული ძალიან კარგად იცის. აღნიშნულით გახარიამ დასმულ კითხვას უპასუხა, იცის თუ არა მეგრული.

კითხვაზე, "მეგრული იცით?" გახარიამ ასე უპასუხა - "რა თქმა უნდა". მეგრულად დასმულ კითხვას -"ქოიჩქუნო მარგალურ?" გახარიამ მეგრულადვე უპასუხა - "გვალო ჯგირო".