"სააკაშვილის პარტნიორს მამუკა ხაზარაძეს მივმართავ, სანამ რამეს იტყვის, ჯერ გადაამოწმოს"
"სააკაშვილის პარტნიორს მამუკა ხაზარაძეს მივმართავ, სანამ რამეს იტყვის, ჯერ გადაამოწმოს"
სააკაშვილის პარტნიორს მამუკა ხაზარაძეს მივმართავ - სანამ რამეს იტყვის, ჯერ გადაამოწმოს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ მამუკა ხაზარაძის განცხადებით, "პრემიერმა ამომრჩევლები შეცდომაში შეიყვანა და იმ რაოდენობის გზა არ დაგებულა, რაც მან თქვა".

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, რეალურად საქართველოში სულ 21 101 კილომეტრი გზაა და აქედან "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ 10 ათას კილომეტრზე მეტი გაარემონტა.

"მარტივი საქმე იყო, რომ შესულიყო თავად ან მისი თანამშრომელი
სტატისტიკის სამსახურის ვებ-გვერდზე და გადაემოწმებინა, რამდენი კილომეტრი გზაა საქართველოში. კაცი, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ხელისუფლებაში მოსულიყო და რომელმაც 3% აიღო, არ უნდა საუბრობდეს ასეთ ტყუილებზე და საზოგადოებას ტყუილებით არ უნდა კვებავდეს. მან თქვა, რომ
მე მოვიტყუე - საქართველოში თურმე არის 7 ათასი კილომეტრი გზა და მე ვამბობ, რომ 10 ათასი კილომეტრი გავარემონტეთ. ჯამში 21 101 კილომეტრი გზაა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბოლო 8 წელიწადში 10 ათას კილომეტრზე მეტ გზას ჩაუტარდა რეაბილიტაცია და აღდგენა. 150 კილომეტრი მაგისტრალური გზა დავაგეთ. ყველა ამ მონაცემზე პასუხს ვაგებ. ასევე ვურჩევდი, ხაზარაძეს, რომ მომავალში გადამოწმოს და ისე გაავრცელოს ინფორმაცია",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"


რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები