"მე საქართველოს პრემიერზე არ ვსაუბრობ, მან გააგრძელოს ჭორაობა ჩემზე" - კვირის პალიტრა

"მე საქართველოს პრემიერზე არ ვსაუბრობ, მან გააგრძელოს ჭორაობა ჩემზე"

ბატონ პრემიერს ვთხოვდი, რომ კიდევ უფრო მეტი ისაუბროს ჩემზე, - ასე უპასუხა დასმულ შეკითხვას პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას პანკისის ხეობასა და ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებთან დაკავშირებით.

"კიდევ უფრო მეტი ილაპარაკოს ჩემზე, მე მას არაფერს ვუპასუხებ", - აღნიშნა გახარიამ.

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს ასევე ჰკითხეს ზაზა სარალიძის განცხადებასთან დაკავშირებითაც, რომელიც მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით დაწერა.

"მე საქართველოს პრემიერზე არ ვსაუბრობ, საქართველოს პრემიერმა გააგრძელოს ჭორაობა ჩემზე", - აღნიშნა გახარიამ.

რაც შეეხება გიორგი გახარიასა და კახა კალაძის შეხვედრას , ამ საკითხზე "საქართველოსთვის" ლიდერმა განაცხადა, რომ დღეს ამაზე საუბარი აღარ უნდა.

"რეალური ვერსია გუშინ მოვყევი, ამაზე კიდევ მეტი საუბარი არ მინდა, ადამიანებს თუ არ ესმით, რა არის ღირსება, აქ სიტყვებით ვერაფერს ავხსნი, ჭორიკნების რაოდენობა, სამწუხაროდ, იქითა ფლანგზე ყოველდღიურად იზრდება", - განაცხადა გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"