"უხარისხო პრემიერების ტყუილები და არაკომპეტენტურობა უნდა დამთავრდეს" - კვირის პალიტრა

"უხარისხო პრემიერების ტყუილები და არაკომპეტენტურობა უნდა დამთავრდეს"

ტყუილი "ქართული ოცნების" სამარკო ნიშანია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაზარაძე აცხადებს, უხარისხო პრემიერების ტყუილები და არაკომპეტენტურობა უნდა დამთავრდეს.

გახარია, ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის მარიონეტი, ორივე არაკომპეტენტური,

ორივე მატყუარა, მათი მოღვაწეობის შედეგი: ანტირეკორდი კოვიდსიკვდილიანობის. დღეში საშუალოდ 80 ადამიანი იღუპება.

გაჩერებულია ეკონომიკა, ინფლაცია - 12.5%; სიღატაკე, უმუშევრობა - 22,1%", - წერს ხაზარაძე და დასძენს, რომ "ტყუილი ცუდია და არაკომპეტენტურობა უარესი".