"დებატები უნდა ჩატარდეს - ძალიან კარგია გახარიას თუ აქვს ეს სურვილი, მივესალმები, კალაძემ უნდა თქვას, რომ მაგარი ბიჭია" - კვირის პალიტრა

"დებატები უნდა ჩატარდეს - ძალიან კარგია გახარიას თუ აქვს ეს სურვილი, მივესალმები, კალაძემ უნდა თქვას, რომ მაგარი ბიჭია"

დებატები რა პრობლემაა?! რა თქმა უნდა, უნდა ჩატარდეს - ძალიან კარგია ბატონ გახარიას თუ აქვს ეს სურვილი, მივესალმები, ბატონმა კალაძემ უნდა თქვას, რომ მაგარი ბიჭია", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ ფოთში, ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია ნიკა მელიასა და კახა კალაძეს დებატებში იწვევს.

მისივე თქმით, დებატებისგან არავინ არასდროს არ გაიქცევა.

"დებატებისგან არავინ არასდროს არ გაიქცევა. მე ვფიქრობ, ბატონი კალაძე უნდა ჩადგეს მდგომარეობაში, მოიკრიბოს ძალები და ყველა წამყვან ტელეკომპანიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ დებატები გაიმართოს თბილისის მერობის კანდიდატებს შორის. იმედია, ბატონი კალაძე არ დაიხევს უკან. თუ დაიხევს უკან, საკუთარ თავს დამატებით დიდ ზიანს მიაყენებს. დებატები რა პრობლემაა? რა თქმა უნდა, უნდა ჩატარდეს, ეს ტრადიცია უნდა დამკვიდრდეს. ბუნებრივია, არა ერთი და ორი, უფრო მეტჯერაც უნდა გაიმართოს წინასაარჩევნო კამპანიაში დებატები. ძალიან კარგია ბატონ გახარიას თუ აქვს ეს სურვილი, მივესალმები, ბატონმა კალაძემ უნდა თქვას, რომ მაგარი ბიჭია", - აღნიშნავს მელია.

"ინტერპრესნიუსი"