"დიდი სირცხვილია, რომ პუტინის მიერ დევნილი ჩვენი პრეზიდენტი გავასამართლებინოთ... სააკაშვილს აქვს გავლენები და შეუძლია ჩვენს ქვეყანას დაეხმაროს"
11-09-2021
"დიდი სირცხვილია, რომ პუტინის მიერ დევნილი ჩვენი პრეზიდენტი გავასამართლებინოთ... სააკაშვილს აქვს გავლენები და შეუძლია ჩვენს ქვეყანას დაეხმაროს"
"მას არ უნდა ჩამოსვლა სისხლისღვრით, უნდა ნორმალურად ჩამოსვლა. არ ვიცი ექსპერტები რას ვარაუდობენ, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ჩამოვა"

დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დასაბრუნებლად საერთო სახალხო მოძრაობა დააფუძნა. მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ქვეყანაში მშვიდობიანად უნდა ჩამოვიდეს. ჩარკვიანის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს უნდა დაუბრუნდეს საქართველოს მოქალაქეობაც. "მოდის კოალიციური მთავრობა და საქართველოში მშვიდობიანად უნდა დაბრუნდეს. უნდა შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა. უნდა დაუბრუნდეს მას მოქალაქეობა, რომელიც არასწორად ჩამოერთვა. მივცეთ მუშაობის საშუალება.
არის ბრწყინვალე რეფორმატორი, მან ეს უკვე დაამტკიცა. ჩვენ უნიჭოები არ ვართ ქართველები, რომ ვერ მოვახერხოთ დასავლური ტიპის მართლმსაჯულების შექმნა, რაზეც მთელი დასავლეთი საუბრობს", - ამბობს ჩარკვიანი.
მის ამ განცხადებას რამდენიმე დღით ადრე თავად მიხეილ სააკაშვილ
ის განცხადება უსწრებდა. 6 სექტემბერს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ის საქართველოში დაბრუნდება. ბევრი სააკაშვილის ამ განცხადებას არასერიოზულს უწოდებს და თვლის, რომ სიტყვას ის არც ამჯერად შეასრულებს.

თაკო ჩარკვიანი ფიქრობს, რომ სააკაშვილი დაბრუნდება, მისი თქმით, მის ინციატივას ბევრი ადამიანი გამოეხმაურა და ამ მოძრაობის ირგვლივ ერთიანდებიან. რატომ გადაწყვიტა ამ ინიციატივით გამოსვლა, იყო თუ არა მისი იდეა შეთანხმებული ექსპრეზიდენტთან ამ და სხვა საკითხებზე დეპუტატი თაკო ჩარკვიანი გვესაუბრება:\

- ემიგრანტებთან მაქვს ურთიერთობა და არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები, სხვებიც მესაუბრებიან. მათგან მოდიოდა ეს სურვილი და ინიციატივა. რატომ მაინცდამაინც თაკო ჩარკვიანი, ამას ჰქონდა მიზეზი, გარკვეული სანდოობაა იმ თამარ ჩარკვიანის მიმართ, რომელიც ოპოზიციაშია სამართლებრივი სისტემის გამო. პრეზიდენტად მოდისო ამბობენ, ამაზე არ გვილაპარაკია, აქ საუბარია პოლიტიკური დევნის შეწყვეტაზე. ბევრი რამ სხვა თვალით დავინახე 2018 წელს, როდესაც პირველად წარვადგინე გრიგოლ ვაშაძე 5 ნომრით პრეზიდენტობის კანდიდატად. ჩემს ცხოვრებაში არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, არც "ნაცმოძრაობის" წევრი ვყოფილვარ, როცა სიაში ჩაწერა შემომთავაზეს. მე ჩემი პარტია შევქმენი "კანონი და სამართალი" და არასოდეს გადავუხვევ წესს და რიგს. ჩემი სურვილია რეფორმირებული სამართლებრივი საქართველო იყოს, მეტი ინტერესი პოლიტიკაში შემოსვლის არ მაქვს.

მეუბნებიან ხოლმე, დაგავიწყდა რაღაცეებიო, არაფერი დამვიწყებია და არც მავიწყდება არასოდეს, არც ცუდი და არც კარგი. მახსოვს არარეფორმირებული სამართლებრივი სისტემა და მახსოვს მიხეილ სააკაშვილის აშენებული საქართველო. ვერც ოპონენტები უძლებენ, როცა ამ თემაზე ვიწყებ საუბარს და შემიძლია დავასახელო ციფრი, ბიუჯეტი როგორ გაზარდა, ქალაქები ააშენა. სასაცილოა ლაპარაკი ახლა ამ გადმოსახედიდან ამაზე. დღეს ვხედავთ ვერ მართეს კოვიდი მენეჯმენტის არარსებობის გამო, კორუფციაშია ჩაფლული მთელი ქვეყანა. ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავი არ არის. ღარიბაშვილი ამბობს, ჩვენ არ გვყავს უფროსებიო. ჩვენი მეგობარია დასავლეთი და გეუბნება, შენს სასამართლოში კლანიაო, შარლ მიშელის დოკუმენტი უგულებელყვეს "ქართულ ოცნებაში" იმიტომ, რომ არ იყოს სამართლიანი სასამართლო. რა ჯოჯოხეთიც იყო, მაშინ როცა ვიცავდი სანდრო გირგვლიანს, ისეთი ჯოჯოხეთია დღესაც. მე ვამბობ, პრეზიდენტი, რომელსაც უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს აღმშენებლობაში, მივცეთ საშუალება შემოვიდეს საქართველოში და დავახვედროთ კოალიციური მთავრობა. მოდის კოალიციური მთავრობა და ვემხრობი. წარდგენის დროს მხარი დავუჭერე ამას და თბილისში არ წარვადგინე ჩემი კანდიდატები. ბრძოლა ასე ვიცი, თუ მოგება გინდა, საქმისთვის ასეა საჭირო და ასე უნდა იმოქმედო. ვფიქრობ ძალიან სწორი პოლიტიკით წავედით, რომ მოხდეს მართლმსაჯულების რეფორმა, პროკურატურის რეფორმა. პროკურატურა არის ის უწყება, რომელსაც დამუშავებული მასალები მიაქვს სასამართლომდე.

- ქალბატონო თაკო, მიხეილ სააკაშვილი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში და გამოტანილია განაჩენიც, სხვა არაერთი საქმეა აღძრული მის წინააღმდეგ და ამხელა ბრალდებები ისმის, როგორ ფიქრობთ, საქართველოში რომ ჩამოვიდეს მას არ დააკავებენ?
- მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ იურისტი, ჩართული ვარ არ პროცესებში და ვესაუბრები იურისტებს და ვიცი დეტალებიც. როდესაც ვმუშაობდი ამ საკითხზე, საინტერესო ადამიანთან მქონდა საუბარი და ალბათ ისიც ისაუბრებს დეტალებზე. ერთს გეტყვით, ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლით ყველა მოქალაქეს აქვს სამართლიანი სასამართლოს გამოყენების უფლება. თუკი მთელი დასავლეთი ამბობს, რომ ჩვენთან სასამართლო რეფორმას საჭიროებს ქვეყანა, ამისთვის შეიქმნა შარლ მიშელის დოკუმენტიც და პრეზიდენტი, რომელსაც ამ ქვეყნის განვითარებაში ლომის წვლილი აქვს შეტანილი მას არ აქვს უფლება მურუსიძის სასამართლოს არ გავასამართლებინოთ? გავაკეთოთ ასე, მოვიწვიოთ მთავრობა, ჩატარდეს რეფორმირებული მართლმსაჯულება და თუ ეს დროში გაწელილი პროცესია რეფორმა დავიწყოთ პროკურატურით, მერე მიშას ნებისმიერი ქეისი ამოვაგდოთ, ვინ ამბობს არაო.
შერჩევითი სამართალიაო ყველა ამბობს და ხომ არ შეიძლება ასეთი შერჩევითი სამართლის დროს რუს ოლიგარქს და პუტინზე მომუშავე ხელისუფლებას გავასამართლებინოთ პუტინის მიერ დევნილი საქართველოს პრეზიდენტი, ეს ხომ არის საქართველოს სირცხვილი. 18 მილიონი შეიტანა უკრაინაში სააკაშვილმა, მას აქვს გავლენები და შეუძლია ჩვენს ქვეყანას დაეხმაროს. წელში გაწყვეტილები ვართ. კოვიდით 82 ადამიანი გვიკვდება დღეში, ამათმა ვერ მართეს კოვიდი, ქვეყანა ვერ მართეს, შეჭამეს ბიუჯეტი, რაზე ვლაპარაკობთ? მსოფლიოში ცნობილი მასშტაბური პრეზიდენტი არ გავასამართლებინოთ მურუსიძის კლანურ სასამართლოს, ამაზე კამათი არ უნდა მჭირდებოდეს. მისცენ საშუალება მოიხსნას მისი პოლიტიკური დევნილობა და კოალიციური მმართველობის დროს და სამართლიანი სასამართლოს პირობებში გადაიხედოს ყველა ბრალდება, რაც მისი მისამართით ისმის. მე თაკო ჩარკვიანმა ბოლო წლები მივუძღვენი იმას რომ რეფორმირებული მინდა სასამართლო და არ მინდა ერთი ადამიანის ხელში იყოს სასამართლო და არ მინდა უზურპირებული ქვეყანა, მინდა დასავლური ტიპის ქვეყანა.

- თქვენი ეს განცხადება სააკაშვილთან შეთანხმებული იყო? ფაქტია ეს დაემთხვა მის განცხადებას საარჩევნოდ საქრთველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით...
- არ მქონდა მასთან შეთანხმებული. დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობ, მაგრამ არ მიყვარს ისე თქმა, თუ არ მომწიფდება სიტუაცია. წამოვიდა ინიციატივა და მითხრეს აიღე შენს თავზეო, "კანონი და სამართლის" სახელითაც არ გაკეთებულა განცხადება, გაკეთდა მოძრაობა ცალკე და ყველა პარტიის წარმომადგენელს, უბრალო ადამიანს, ყველას აქვს უფლება თავისი პოზიცია დააფიქსიროს და მხარდაჭერა გამოხატოს. რა ხდება არ იცით ჩვენს ოფისში, გუშინ ოფისიდან ბავშვები 12-ის წუთებზე ძლივს გავიდნენ, მოდიან და ხელს აწერენ. ტოვებენ თავიანთ მონაცემებს. ყველას აქვს სურვილი ეს მოხდეს. მართლა უტვინობა და დიდი სირცხვილი მგონია, რომ პუტინის მიერ დევნილი ჩვენი პრეზიდენტი გავასამართლებინოთ.

- დაუთვლეს სააკაშვილის რამდენჯერ თქვა მოვდივარ საქართველოშიო, მაგრამ არ ჩამოსულა დღემდე. ექსპერტები თვლიან, რომ ეს არის მორიგი განცხადება, რომელსაც არანაირი ნაბიჯი არ მოყვება, თქვენ რას ფიქრობთ, ჩამოვა საქართველოში საარჩევნოდ?
- არ ვუყურებ ამ საკითხს ასე. წლებია რუსეთ-საქართველოს ომია და ასე არავის ებრძვიან პოლიტიკოსებიდან როგორც მიხეილ სააკაშვილს. ამ ადამიანს უწევს განცხადების გაკეთება იმის მიხედვით თუ რა ვითარება იქნება და რას ითვლიან მის განცხადებებს. მას არ უნდა ჩამოსვლა სისხლისღვრით, უნდა ნორმალურად ჩამოსვლა. არ ვიცი ექსპერტები რას ვარაუდობენ, მაგრამ მე მაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ჩამოვა.

- არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი და ოპოზიციას არ აქვს აქტიური საარჩევნო კამპანია, ამის მიზეზი რა არის?
- ალბათ გახსოვთ, უფრო მწვავე კრიტიკით ვიყავი დაკავებული და შევწყიტე სამი კვირაა. ვითვალისწინებ იმასაც, რომ ქვეყანაში კოვიდია, უხერხულია ასეთ დროს საჯარო შეხვედრები გამართო, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი... რამდენიმე ოპოზიციონერისგან ისიც მოვისმინე, რა საჭიროა სააკაშვილიო. "ნაცმოძრაობა" უპირველესად ასოცირდება მიხეილ სააკაშვილთან, იმ ლიდერის გარეშე "ნაცმოძროაბა" მისი ამომრჩველისთვის არ არის. მე ტყუილები არ მჭირდება. ნიკა მელიასთანაც ასოცირდება, ისიც მებრძოლი და კარგი ადამიანია, მაგრამ ხანდახან მიკვირს "ევროპული საქართველოდან" გაკეთებული განცხადებების, რასაც სააკაშვილის მისამართით აკეთებენ. თითქოს მათი უმრავლესობა არ იყო სააკაშვილის დროს მაღალ თანამდებობებზე. რა საქციელია ერთ ადამიანზე ყველაფრის შეხოცვა. ვფიქრობ, რომ დღეს წელში გატეხილ საქართველოს მიხეილ სააკაშვილი როგორც პოლიტიკოსის მასშტაბი ძალიან სჭირდება. შემდეგ რეფორმირებული სასამართლო გაარკევვს ყველაფერს.

- გუშინ მეგის ქარდავა დააკავეს უკრაინაში და მისი ექსტრადირება იგეგმება, ამაზე რას იტყვით?
- ეს მაინც წინასაარჩევნო დაკავებებია. მეგის ქარდავასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მასზე მსმენია ბევრი დანაშაულები, ახლა არჩევნების წინ დაკავება უფრო მგონია რომ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა. არადა მათ ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ და რაში სჭირდება ეს ხელისუფლებას, კითხვებს ბადებს. ბედუკაძე გამოაცახდეს თავის დროზე გმირად. ამ ყველაფერს გაარკვევს ნორმალური სასამართლო. დავით კეზერაშვილს რაც შეეხება ვერც ამას ავუვლი გვერდს, კითხვა მიჩნდება, ახლა რომ უსჯიან და ქეისებს აცოცხლებენ, სად იყვნენ აქამდე? ახლა ვიღაცას აშანტაჟებენ კეზერაშვილით, ესენი რაღაცას გამოაყენებინებენ ვიღაცას და მერე დააშანტაჟებენ.

საშინელი მდგომარეობაა, საქართველოს ასეთი მდგომარეობა არასოდეს არ ჰქონია. ასე ახლოს გასაჩუქებლად გამზადებული საქართველო არასოდეს ყოფილა. აფხაზეთი რომ დავკარგეთ მაშინაც არ ვიყავით ასე მუხლებზე. გამსახურდიას, შევარდნაძეს, სააკაშვილს, ყველას ჰქონდა სამომავლო მიზანი. პირველი დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი იყო, მეორე მასშტაბური ნავთობსადენის გზა გაჭრა და გეოპოლიტიკური ფუნქცია საქართველომ ამ ნაბიჯით ხელმეორედ შეიძინა, მესამემ, სააკაშვილმა დაფერფლილი და ჩაბნებული საქართველო გააცოცხლა. რა გახდა 30 წელია საბჭოთა სამართლებრივი სისტემა ვერა და ვერ დაანგრია ვერავინ. ახლა მომწიფებულია სიტუაცია კოალიციისკენ წავიდა ყველაფერი და ყველამ უნდა მოვახერხოთ ქვეყანაში სასამართლო სისტემის შექმნა.

(სპეციალურად საიტისთვის)

მარინა
12 სექტემბერი 2021 18:01
მიშა თუ არ აიფარეთ წინსაფარივით წინ ვერაფერს ვერ აკეთებთ, ხან დაიშალეთ, ხან გადახტით ერთი პარტიიდან მეორეში და თავი ვერ მოაბით მაინც ვერაფერს, ახლა ყოჩად გჭირდებათ მიშა, თქვენ კი,ჩვენო თაკო, გუბაზის მსგავსად, წარსული საერთოდ არ გაწუხებთ, რა სიტყვებს ხარჯავდით ნაცების გამო და ახლა ვითომც არაფერი, მაგიტომაც ჩალის ფასიც კი არა აქვს თქვენს სიტყვას, დამნაშავე უნდა დაისაჯოს.... მიშა იქნება თუ გრიშა არა აქვს მნიშვნელობა, არაფერ შუაშია აქ პუტინი,
ლიზა
12 სექტემბერი 2021 15:46
გავლენები თუ ქონდა ძალიან არ სურდა წასვლა
gia
12 სექტემბერი 2021 14:49
სწორედაც მაგ გავლენების წყალობით გახდა ქვეყნის მეთაური მეორედ, და ცოცხებსა და წამებას არ იშურებდა ციხეში პატიმრების მიმართ,სად იყვნენ ის გავლენიანი ხალხი მაშინ რასაც ეგ აკეთებდა,არ დაბლოკოთ.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?