"გული მევსება, დაგვრჩებიან ეს მახინჯები მთავრობაში, ეს საშინელებები და ჯოჯოები. მათ უტოვებთ საქართველოს?" - კვირის პალიტრა

"გული მევსება, დაგვრჩებიან ეს მახინჯები მთავრობაში, ეს საშინელებები და ჯოჯოები. მათ უტოვებთ საქართველოს?"

ცოტა ხანი კიდე გაძელით ხალხო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოცილურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა.

სააკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს და აღნიშნავს, "ქვეყანა აუცილებლად უნდა გადავრჩინოთ".

"1994 წელს ვმუშაობდი ამერიკაში, მაშინ 5 კინკილა ქართველი ვიყავით ამერიკაში. იურიდიულ ფირმაში ამიყვანეს. უზარმაზარი ხელფასი მქონდა, ბევრ ქართველს დღესაც არ დაესიზმრება. მაგრამ დავყარე ყველაფერი, სამსახური, პერსპექტივა და გავიქეცი მშიერ, ჩაბნელებულ და ძალიან საშიშ საქართველოში.

ცოტა ხანი კიდევ გაძელით, თუ ასე გაგრძელდა სოფლებში მარტო მოხუცები დაგვრჩება. გავსევებულია პოლონეთის და გერმანიის აეროპორტები.

გული მევსება, დაგვრჩებიან ეს მახინჯები მთავრობაში, ეს საშინელებები და ჯოჯოები. მათ უტოვებთ საქართველოს? ცოტა ხანი კიდე გაძელით ხალხო. მესმის, რომ ცხოვრება ერთია და ყველა მოთმინებას, ჭაობში ცხოვრებას ყოველთვის აქვს საზღვარი, მაგრამ ქვეყანა აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს", - აღნიშნა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"