"ვის უნდა გამარჯვება, ვერ ვხვდები და რა კამპანიას ატარებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. თბილისზე ესენი არ ლაპარაკობენ და არაფერზე" - კვირის პალიტრა

"ვის უნდა გამარჯვება, ვერ ვხვდები და რა კამპანიას ატარებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. თბილისზე ესენი არ ლაპარაკობენ და არაფერზე"

გახარიას მხრიდან დებატების შესახებ შეთავაზება სწორია, აქ გახარიას ნამდვილად ვუჭერ მხარს, რომ დებატები გაიმართოს ძირითად კანდიდატებს შორის. ეს კალაძის სტილია, როდესაც დებატებს გაურბის, 2017 წელს ზუსტად ასე გაექცა დებატებს,- ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში, "დღის ნიუსრუი“ განაცხადა.

რაც შეეხება, "საქართველოსთვის“ თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თანახმადაც მის წინააღმდეგ ნარკოტესტთან დაკავშირებით მზადდებოდა პროვოკაცია, ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ "ქართული ოცნებისგან“ მსგავსი რამ მოსალოდნელია.“

"გახარიას ადგილას რომ ვყოფილიყავი, სამხარაულში ან თუ კიდევ სადმე არის ალტერნატიული, დამოუკიდებელი სივრცე, სადაც შეიძლება გადაამოწმო, მივიდოდი. მე ჩავაბარებდი, რომ არ იყოს სალაპარაკო. "ქართული ოცნებისგან“ მსგავსი რამ მოსალოდნელია, მაგრამ გახარიას ადგილას ამ ამბავს ამდენს ხანს არ გავაჯანჯლებდი.

რაც შეეხება დებატებს, შეთავაზება არის სწორი, აქ კი გახარიას ნამდვილად მხარს ვუჭერ, რომ დებატები გაიმართოს ძირითად კანდიდატებს შორის. ეს კალაძის სტილია, როდესაც გაურბის დებატებს, 2017 წელს ზუსტად ასე გაექცა დებატებს. - ეს არის კალაძის მხრიდან გაქცევა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

"მოქალაქეების“ ლიდერის თქმით, მისთვის გაუგებარია ის ნაბიჯები, რასაც ოპოზიცია ბოლო თვეების განმავლობაში დგამს. როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავისი გადაწყვეტილებებით "ქართულ ოცნებას“ ეხმარება.

რაც შეეხება მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას და ამის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მის ხელმოწერა, ელისაშვილის განცხადებით, სანამ მისი ანულირებულად გამოცხადება მოხდებოდა, ოპოზიციურ პარტიას ხელი უნდა მოეწერა, რადგან, მისი თქმით, ამის შემდეგ "ქართული ოცნება“ შეთანხმების ჩაშლას "ვერ გაბედავდა.“

"ვის უნდა გამარჯვება, ვერ ვხვდები და რა კამპანიას ატარებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. თბილისზე ესენი არ ლაპარაკობენ და არაფერზე, რისთვის ემზადებიან ვერ ვხვდები. თუ რომელიმე ოპოზიციონერ ლიდერს ჰგონია, რომ ხალხი რეფერენდუმით ფიქრით იღვიძებს და იძინებს თბილისში, სხვა დარდი და პრობლემა არ აქვთ. ოპოზიცია არ ლაპარაკობს კონკრეტული ქალაქების და რეგიონების პრობლემებზე, როლებზეც უნდა ლაპარაკობდნენ. რეფერენდუმის ერთადერთი ინსტრუმენტი იყო შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელსაც "ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამი თვე, თავისი სიბრიყვიდან გამომდინარე, არ მოაწერა ხელი და ხელის არ მოწერით, გზა გაუხსნა "ქართულ ოცნებას“ უპასუხისმგებლობისკენ, როდესაც "ქართული ოცნება“ სამი თვე ეხვეწებოდა ხელი მოეწერათ, რამდენად გულწრფელად ეხვეწებოდნენ კი ვხედავდით, მაგრამ ფაქტია, რომ აქ პოლიტიკურად "ნაცმოძრაობამ“ წააგო. ხელი მოაწერა მაშინ, როდესაც ამ დოკუმენტის ანულირება მოხდა. ამ დოკუმენტისთვის "ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი რომ მოეწერა, ვერ გაბედავდა "ქართული ოცნება“ ამის ჩაშლას. ამას სერიოზული საერთაშორისო მხარდაჭერა ექნებოდა. გაცილებით ძვირი დაუჯდებოდა "ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურად, "ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი, რომ მოეწერა ამ დოკუმენტის გაუქმებამდე, რადგან ამას ძალიან მძაფრი საერთაშორისო რეაქცია მოჰვებოდა.

"ქართულ ოცნებას“ თუ რამე აძლიერებს, ოპოზიციის მხრიდან არასწორი მოლოდინების დათქმა და შემდეგ ვერ შესრულებაა, იმედგაცრუება არის "ქართული ოცნების“ მთავარი მოკავშირე. ეს მათი არჩევანია, ჩვენი გზები გაიყარა დიდი ხანია. ოპოზიციაზე იმედები გამიცრუვდა, რადგან ეს არის ხალხი, რომელიც რითია დაკავებული, ვერ ვხვდები, - ან "ნაციონალური მოძრაობა“ შეკრულია "ქართულ ოცნებასთან,“ ან იმდენად უგნურებას ავლენენ, რომ რას აკეთებენ, არ ვიცი. ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაშიც ეხმარებიან "ქართულ ოცნებას.“ მეთვრამეტედ თქვა სააკაშვილმა ჩამოვდივარო, ქმნის ამაო მოლოდინებს და ამით "ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მობილიზებას ახდენს. სააკაშვილი გამბედავი, რომ ყოფილიყო, საქართველოდან არ წავიდოდა, საქართველოს მოქალაქეობაზე უარს არ იტყოდა. ყველაზე დიდი შეურაცხყოფა სააკაშვილმა, რაც ქვეყანას მიაყენა, არის ის, რომ მან უარი თქვა საქართველოს პასპორტზე, მოქალაქეობაზე. დაკრა ფეხი და გავარდა ქვეყნიდან. შევარდნაძის დამსახურება იყო ის, რომ არ წავიდა ქვეყნიდან რევოლუციის შემდეგ, დარჩა საქართველოში და ამით ქვეყანას სახე შეუნარჩუნა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"