"და­ინ­გრა ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მთა­ვა­რი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გზავ­ნი­ლი - ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა იცავს ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ას...ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ამომ­რჩე­ვე­ლო, თუ სად­მე ხარ კი­დევ, შე­მეხ­მი­ა­ნე..." - კვირის პალიტრა

"და­ინ­გრა ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მთა­ვა­რი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გზავ­ნი­ლი - ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა იცავს ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ას...ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ამომ­რჩე­ვე­ლო, თუ სად­მე ხარ კი­დევ, შე­მეხ­მი­ა­ნე..."

ექსპერტი გია ხუხაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სუს-ი სასულიერო პირებს უსმენს და ამ საიდუმლო მასალებმა სუს-იდან გაჟონა.

"დაინგრა ღარიბაშვილის მთავარი წინასაარჩევნო გზავნილი - ქართული ოცნება იცავს ქართულ ეკლესიას, ქართულ ტრადიციებს, ურწმუნო ოპოზიციისგან.

ახლა ეკლესია გაბრაზებულია ხელისუფლებაზე არა მხოლოდ იმიტომ, რომ უსმენდა და აკონტროლებდა, არამედ უფრო იმიტომ, რომ ვერ დაიცვა.

მრევლი გაბრაზებულია იმიტომ, რომ ღარიბაშვილის ლაქუცი ეკლესიის მიმართ ფარისევლობა აღმოჩნდა და სინამდვილეში მათ მოძღვრებს უსმენენ და ამასთანავე აღსარების საიდუმლოსაც არღვევენ.

ქართული ოცნების ამომრჩეველო, თუ სადმე ხარ კიდევ, შემეხმიანე…." - წერს გია ხუხაშვილი. (წყარო)