"ივანიშვილის ძალაუფლება დგას სუს-ზე და ამორალურ, ყველაფრის მკადრებელ ლილუაშვილზე" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილის ძალაუფლება დგას სუს-ზე და ამორალურ, ყველაფრის მკადრებელ ლილუაშვილზე"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ფარული მასალების გავრცელების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.

ამის შესახებ დეკანოიძე საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე წერს და აღნიშნავს, რომ ლილუაშვილზე და სუს-ზე "ივანიშვილის ძალაუფლება დგას".

"სუს-ის უფროსი ლილუაშვილი არის ყველაზე უფრო საზიზღარი უკანონობის ჩამდენი.

ივანიშვილის ძალაუფლება არ დგას ღარიბაშვილზე, ის ბოროტია მხოლოდ და ხმაურობს. არაფერს ეკითხება უფროსი.

ივანიშვილის ძალაუფლება დგას ზუსტად სუს-ზე და ამ ამორალურ, ნამდვილად ყველაფრის მკადრებელ ლილუაშვილზე.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ლილუაშვილს",- წერს დეკანოიძე.