"ტოტალური მოსმენები დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმისთვის, ასეთ ქვეყნებში ვერანაირ დემოკრატიულ განვითარებაზე ლაპარაკი ვერ იქნება" - კვირის პალიტრა

"ტოტალური მოსმენები დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმისთვის, ასეთ ქვეყნებში ვერანაირ დემოკრატიულ განვითარებაზე ლაპარაკი ვერ იქნება"

ტოტალური მოსმენები დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმებისთვის, ასეთ ქვეყნებში ვერანაირ დემოკრატიულ განვითარებაზე ლაპარაკი ვერ იქნება - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს.

მისივე შეფასებით, საქართველოში მოსმენებმა აბსოლიტურად მიუღებელ, კრიმინალურ ზღვარს მიაღწია.

"ეს ხელს უშლის არა მარტო საზოგადოებრივ სიმშვიდეს, არამედ ქვეყნის განვითარებას. ისეთ ქვეყანაში, სადაც გადაბირებაზე მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ყველას ტოტალური მოსმენებია, სადაც იყენებენ ამას ეკლესიის დისკრედიტაციისთვის, შემდეგ ადამიანებისთვის, ვინც უნდათ მერობის კანდიდატებად დაასახელონ, ეს დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმებისთვის. ასეთ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ვერანაირ დემოკრატიულ განვითარებაზე ლაპარაკი ვერ იქნება, ამიტომ სწორედ ეს არის კიდევ ერთ-ერთი მოტივაცია ყველასთვის, რომ ამგვარი მმართველობა, ამგვარი მიდგომები 2 ოქტომბრის შემდეგ უნდა დასრულდეს საქართველოში"- განაცხადა წერეთელმა.