"გახარია წაართმევს ხმებს როგორც მელიას, ასევე - კალაძეს, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"გახარია წაართმევს ხმებს როგორც მელიას, ასევე - კალაძეს, მაგრამ..."

"ერთადერთხელ შევხვდი გრიგოლ ვაშაძეს და მითხრა, ასტროლოგია მაგრად არ მაინტერესებსო. ეს არის მისი უბედურება. რომ ჰქონოდა ინტერესი და გარკვეული ცოდნა, სხვანაირი შედეგი იქნებოდა"

რა პროგნოზები აქვს ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს წინასაარჩევნოდ და რა რჩევებს აძლევს ის პარტიებს და პოლიტიკოსებს? - ამ და სხვა საკითხებს მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- "ქართულ ოცნებას" აქვს ისევ შანსი, რომ გაიმარჯვოს, ოღონდ ეს მოხდება მეტი სირთულეებით. ხმები გადანაწილდება, გახარიაც წაიღებს "ქართული ოცნების" ხმების ნაწილს და ასევე - "ნაციონალების" ხმების ნაწილსაც. ამ არჩევნების დროს დაძაბულობა თვალშისაცემი იქნება, მაგრამ გაიმარჯვებს "ქართული ოცნება" სირთულეებით და არა ისე -  ადვილად და ჰარიჰარალედ, როგორც ადრეულ წლებში ეს ხდებოდა.

- არჩევნების შემდეგ ქუჩის აქციების მოლოდინი გაქვთ? - ამას რად უნდა მოლოდინი? ავტომატიზმამდეა დასული ეს საკითხი და არჩევნებს მოჰყვება დაძაბულობა, გამოსვლები, პრეტენზიები, იმიტომ, რომ "ნაცმოძრაობის" სტილი ეს არის. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მათ წააგონ არჩევნები და ხმა არ ამოიღონ? ეს ხომ შეუძლებელია. ამიტომ ორთქლს გამოუშვებენ აქციების სახით, მაგრამ შეიძლება ხელი შეეშალოთ ამაში. ოქტომბრის ბოლო და ნოემბრის პირველი ნახევარი ძალიან მძიმე იქნება, ენერგეტიკა დედამიწისა ძალიან უარყოფითია, ადამიანებში მოიმატებს არა მარტო დაძაბულობა და კონფრონტაციის უნარი, არა მარტო გაუარესდება ამინდი, ადამიანთა ჯანმრთელობა და გუნება-განწყობა, არამედ - საგრძნობლად მოიმატებს კორონავირუსიც და წამოვა მეხუთე ტალღა. ნოემბერში საკმაოდ მაღალი იქნება სიკვდილიანობა, ამიტომ ეს მოვლენები შეაჩერებს და ხელს შეუშლის საპროტესტო პერმანენტულ აქციებს, რომელიც 15-20 ოქტომბრამდე იქნება. ნოემბერში შეიძლება რეგულაციები ისევ გამკაცრდეს, ისევ დაიკეტოს ყველაფერი. რაც ნოემბერშია მოსალოდნელი, ასეთი მაჩვენებელი აქამდე არ გვქონია. თუ ამ ტემპებით ვიარეთ, 2024 წლამდე გაგრძელდება პანდემია, მაგრამ თუ ვაქცინაცია 60-70 პროცენტს მიაღწევს, მაშინვე დამთავრდება, სინამდვილეში არ დამთავრდება, მაგრამ ჩვენ დაგვიმთავრებენ.

- ეს რას ნიშნავს? - ჩვენთვის დამთავრდება კორონა, როგორც ეს სინგაპურში მოხდა, ოღონდ არავინ გეტყვით, რამდენი ინფიცირებულია დღეში, რამდენია სიკვდილიანობა და აშ. გეგმა იქნება შესრულებული. თავის დროზე ვთქვი, ეს არის ძალიან სერიოზული, ხელოვნურად შექმნილი ვირუსი, რომელიც მინიმუმ 50 შტამისგან შედგება-მეთქი, სიცილი დამაყარეს მაშინ. ეს ვირუსი ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანზე. საქსტატის ოფიციალურ მონაცემებში, რომლის მიხედვითაც 2016-2020 წლის სიკვდილიანობის მაჩვენებელი სხვადასხვა დაავადების მიხედვით არის ასახული, აღმოჩნდა, რომ 2020 წელს გვაქვს ყველაზე დაბალი რაოდენობა სხვადასხვა დაავადებით გარდაცვალების. ახლა გეკითხებით, რისი პანდემიაა? ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს აცრებთან დაკავშირებით, არა იმიტომ, რომ აცრაა, აცრების მეტი რა გამიკეთებია ბავშვობიდან, მაგრამ ის აცრები დაფუძნებული იყო სერიოზულ კვლევებზე, რომელიც 5-დან 7 წლამდე მიმდინარეობდა. ყველამ იცოდა სხვა ეფექტებიც. ახლა ეს მდგომარეობა არ არის, დარღვეულია ძირითადი პოსტულატები. 5-დან 7 წლამდე სჭირდება ვაქცინას, იმისთვის რომ გამოიკვლიონ სერიოზულ დონეზე. როგორ მოქმედებს იგი მუტაბელურ პროცესზე, უშვილობაზე, ონკოლოგიურ დაავადებებზე, გულსისხლძარღვოვან დაავადებეებზე, არავინ იცის. აცრის შემდეგ თქვენ შეიძლება არ მოკვდეთ, თუ დაგემართებათ კორონავირუსი, მაგრამ გადამტანი იქნებით. ორჯერ ვაქცინირებულ ოთარ ტატიშვილს, რომელსაც კოვიდი ორჯერ ჰქონდა გადატანილი, მესამედ დაუდგინდა. თვითონ მსუბუქად გაიარა ეს პროცესი, მაგრამ სანამ დაადგენდა ამას, მანამდე რამდენს გადადო, ვინმემ იცის? ორჯერ ვაქცინირებულიც ისეთივე გადამდებია, როგორც არავაქცინირებული. ვისაც უნდა გაიკეთოს, მაგრამ მე წინააღმდეგი ვარ იმ გენოციდის, რასაც ახლა ე.წ ჩვენი ჯანმო ახორციელებს და პრივილეგიებს აძლევს იმ ადამიანებს, რომლებიც ორჯერ ვაქცინირებულები არიან. არადა ისინიც ისეთივე მატარებლები და გადამდებები არიან ამ ვირუსისა, როგორც - არავაქცინირებულები. ერთ ჯგუფს პრივილეგიებს აძლევენ, მეორე ჯგუფი შეიძლება ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენონ და სამსახურის დაკარგვამდეც მიიყვანონ.

- ისევ პოლიტიკას დავუბრუნდეთ, გიორგი გახარია 19 მარტს არის დაბადებული, კახა კალაძე - 27 თებერვალს, ხოლო ნიკა მელია - 21 დეკემბერს. 2 ოქტომბერი რომელი ზოდიაქოსთვის იქნება უფრო ხელსაყრელი? - კალაძე პირველ რიგში იქნება, გახარია წაართმევს ხმებს როგორც მელიას, ასევე - კალაძეს, მაგრამ მას ეს ხმები არ ეყოფა გამარჯვებისთვის, ამიტომ მოიგებს კალაძე. მერე გახარიას და მელიას შორის იქნება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. ძალიან მეეჭვება, საქმე მეორე ტურამდე მივიდეს. ვფიქრობ, მეორე ტური უფრო არ იქნება.

- რა რჩევებს მისცემთ მერობის კანდიდატებს ან არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს? - 2 ოქტომბერი ის პერიოდია, როდესაც მზე გადის ყველაზე მნიშვნელოვან და ყველაზე დიპლომატიურ ნიშანს, როგორიც არის სასწორი. როცა მზე გადის ამა თუ იმ ნიშანს, ის ენერგიები მოდის მაშინ წინა პლანზე და მოთხოვნები კოსმოსიდან, რაც ამ ნიშანს ახასიათებს. 23 ოქტომბრამდე, სანამ მზე გადის სასწორის ზოდიაქოს, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად დიპლომატიურები, თავდაჭერილები, მშვიდობიანად უნდა გადავწყვიტოთ ნებისმიერი რთული საკითხი, უმრავლეს შემთხვევაში - კომპრომისების გზით და ეს უნდა იყოს წინა პლანზე. ის კანდიდატი, რომელიც ამას შეძლებს, წარმატებული იქნება, იმიტომ, რომ სამყარო მას გაუღიმებს. ის, ვინც იქნება აგრესიული და ეს განსაკუთრებით მელიას ეხება, მას საქმე ცუდად წაუვა. სხვათა შორის, მელიას მინდა შევახსენო, რატომ წააგო გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილთან საარჩევნო ბრძოლა? ზუსტად იმ აგრესიული რიტორიკის გამო წააგო. ერთადერთხელ შევხვდი გრიგოლ ვაშაძეს და მითხრა, ასტროლოგია მაგრად არ მაინტერესებსო. ეს არის მისი უბედურება. რომ ჰქონოდა ინტერესი და გარკვეული ცოდნა, სხვანაირი შედეგი იქნებოდა. ეცოდინებოდა, რომ სალომე ზურაბიშვილის პირად ჰოროსკოპში გამარჯვების მმართველი პლანეტა იუპიტერი, ყველაზე აგრესიული ვერძის ზოდიაქოშია, ამიტომ, რაც მეტ აგრესიას გამოავლენდა მისი მოწინააღმდეგე, მით მეტად ზურაბიშვილის წისქვილზე ასხამდა წყალს. ეს გააკეთა ვაშაძემ ძალაუნებურად, ასტროლოგიის არცოდნის გამო, იგივე მინდა ვუთხრა მელიას - რაც მეტს იჩხუბებს, მით უფრო გაიმარჯვებენ სხვები. გახარია და კალაძე იქნებიან უფრო მშვიდები, უფრო კომპრომისის უნარის მატარებლები.

- რჩევებისთვის მოგმართავენ საარჩევნოდ პოლიტიკური პარტიის ლიდერები? - ასეთი მომართვა რომ ყოფილიყო, ქვეყანას მომენტალურად შეატყობდით. რა მომართვაზეა ლაპარაკი, ჩვენ ხომ მაჩანჩალები ვართ ყველაფერში, მათ შორის - ამ საკითხში. მე მომმართავს, მაგალითად, ყაზახეთის მშენებლობის მინისტრი, უზბეკეთის ვიცეპრეზიდენტი, ლიეტუვადან მინისტრები და ძალიან კმაყოფილები არიან. როლანდ რეიგანს ჰყავდა პირადი ასტროლოგი, პუტინს ჰყავს პირადი ასტროლოგი, ფრანსუა მიტერალს ჰყავდა პირადი ასტროლოგი, უმრავლეს ლიდერებს ჰყავთ პირადი ასტროლოგები, რომელსაც ისინი არ ახმაურებენ. ჩვენ უნდა ვიყოთ ბოლოში, არადა, ქართველმა მეფეებმა გადასარევად იცოდნენ ასტროლოგია და აყვავებული ჰყავდა კიდევაც დავით აღმაშენებელს ქვეყანა. მშვენივრადაც იყენებდა ასტროლოგიურ მოძღვრებას, მაგრამ ახლა მოდიან და გვყავს ისეთი ხელმძღვანელები, რომლებსაც ეს არ სჭირდებათ, მათ ისედაც ბევრი იციან.

სააკაშვილს როდესაც ვუკიჟინებდი, მთვარის დაბნელებაზე არავითარ შემთხვევაში არ შეხვდე პუტინს, თორემ ეს ცუდად დამთავრდება საქართველოსთვის-მეთქი, არ მომისმინა და დამთავრდა ცუდად. ასეთი ბევრი შემთხვევა იყო. ზვიად გამსახურდიას არ აინტერესებდა ასტროლოგია, რომ სცოდნოდა, ბევრ რამეს შეცვლიდა კიდევ სასიკეთოდ. ასტროლოგიის არცოდნის გამო ბევრ ხელისუფალს მოუვიდა შეცდომა და ახლა ამ შეცდომების გზაზე დგას "ქართული ოცნებაც". დაწყებულია სერიოზული შეცდომები. ასტროლოგია ბევრ რამეს გვასწავლის, ახლა რეტროგრადული, უკან მოძრავი ხდება ამ კვირაში, 15 ოქტომბრამდე იუპიტერი. იუპიტერი - ეს არის, საყოფაცხოვრებო ენაზე რომ ვთქვათ, კანონების მმართველი პლანეტა ანუ, როცა უკან მოძრავი ხდება პლანეტა, კოსმოსი გვეუბნება, დაუბრუნდით ძველ კანონებს, რომელიც თავის დროზე არ იქნა მიღებული რაღაცის გამო, ან არასწორად წარიმართა რაღაცები და შემდგომ კონკრეტული რეალიზაცია არ მოხდა. სამყარო გვაძლევს საშუალებას თავიდანავე იმის გამოსწორების ან ახლებურად, სწორად წარმართვის. ეს დეტალები რომ იცოდეს კანონმდებელმა, რამდენ სწორ კორექტირებას შეიტანდა ამ ძველ კანონებში, ახლებურად გააზრებას შეძლებდა, მაგრამ ეს ამათმა არ იციან და არ აკეთებენ. არასწორად მიღებული კანონები, ნოემბერში ნახავთ, როგორ იჩენს თავს. ეს გამოიწვევს სერიოზულ დაპირისპირებებს, კონფლიქტებს, რადიკალურ დაპირისპირებებს და ა. შ. ელემენტარულია, სამყაროს აქვს თავისი კანონები, ვინც ეს არ იცის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე დაემართება ან მოკვდება, მაგრამ თუ ქვეყნის სათავეშია ასეთი ადამიანი და არ იცის ეს საკითხები, ეს საგრძნობლად გაართულებს ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის მომავალს და ეს არაერთხელ დამტკიცდა ისტორიულად. ჩვენთან ეს კულტურა სამწუხაროდ, არ არის.

ასტროლოგია არ განეკუთვნება მკითხაობას, ზღაპრებს, როგორც ეს ბევრს ჰგონია, ძალიან სერიოზულია და ამას კარგად იყენებენ ჩვენ ირგვლივ მეზობლები, სხვა ქვეყნები. სერიოზულ სახელმწიფო მოხელეეებს ვაძლევ რჩევებს, ერთ-ერთი იყო, თავის დროზე, რუსეთის ძალიან დიდი ჩინოვნიკი, რომელიც კარგად იყენებდა ასტროლოგიას - მოსკოვის მერი. საქართველოში ერთადერთი იყო ნიკო ლეკიშვილი, რომელსაც ძალიან აინტერესებდა ასტროლოგია, დანარჩენი ახალგაზრდები საერთოდ ტყემალზე სხედან და არც აინტერესებთ ასტროლოგია. ეს არ ნიშნავს, რომ ამის გარეშე ქვეყანაში ვერაფერს გააკეთებენ, გააკეთებენ, მაგრამ მეტი სირთულეებით, მეტი პრობლემებით. საქართველო, თავისი კოსმიური მისიით და გეოგრაფიული მდებარეობით, აგებულებით, არის შუაში, ევროპასა და აზიას შორის, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, ეს ჩვენი გეოგრაფიული პოზიციაა და ჩვენ უნდა ვიპოვოთ ყველაფერში ზომიერება. საქართველოს პოლიტიკა უნდა იყოს ზომიერად თანაბარი ყველა მიმართულებით, ჩვენი გეოპოლიტიკური მისია ამის შესაძლებლობას გვაძლევს. ჩვენ გადავედით დასავლეთისკენ, დავკარგეთ ზომიერება, ამიტომ დასჯის მექანიზმი ჩართო რუსეთმა, ჩვენ უნდა გვქონდეს თანაბარი, ზომიერი პოლიტიკა, როგორც ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან, ასევე - დასავლეთთან, აღმოსავლეთთან და სამხრეთთან, ყველასთან. ეგრევე დავისჯებით სამყაროს მიერ, როგორც კი გადავიხრებით. პირველი მე ვიყავი, რომ გავაპროტესტე, როცა ჟვანიამ თქვა, ევროპელები ვართ. ეს არის სრული აბსურდი. შენ ევროპელზე უკეთესი ხარ, შენში თანაბრად არის ჩადებული ევროპულობაც, აზიურობაც, აღმოსავლური სიბრძნეც, იმაზე გაცილებით მეტი ხარ შენი კულტურით, გენეტიკით თუ ისტორიით, რატომ უნდა ვიყო ევროპელი? ევრაზიელი მაინც დამარქვი. რაც უფრო მეტად თანაბარ პოლიტიკას გაატარებს საქართველო, უკეთესი იქნებ ჩვენთვის.

(სპეციალურად საიტისთვის)