თბილისში, მეორე ტურში ერთმანეთს კალაძე და მელია, ან კალაძე და გახარია დაუპირისპირდებიან - გამოკითხვის შედეგები - კვირის პალიტრა

თბილისში, მეორე ტურში ერთმანეთს კალაძე და მელია, ან კალაძე და გახარია დაუპირისპირდებიან - გამოკითხვის შედეგები

"ინტერპრესნიუსის", ambebi.ge-ს, bpn.ge-სა და "კვირის პალიტრის" პორტალებზე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, დღეს რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმეტესობა - 40 % ხმას "ქართული ოცნების" კანდიდატს, კახა კალაძეს მისცემდა. 17 %-ით მეორე ადგილზეა ოპოზიციის ნაწილის ერთიანი კანდიდატი ნიკა მელია, მესამეზე კი 13 %-ით - პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია.

აღნიშნულ პორტალებზე გამოკითხვა 13 სექტემბერს დაიწყო და მასში მონაწილეობა 27 758 მკითხველმა მიიღო. გამოკითხვისას ხმის მიცემა ერთი მოწყობილობიდან მხოლოდ ერთხელ იყო შესაძლებელი.

უფრო კონკრეტულად გამოკითხვის შედეგები ასეთია:

ანა ბიბილაშვილი - "ლელო" - 3 %;

ანა დოლიძე - "ანა დოლიძე - ხალხისთვის" – 5 %;

არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ - "ჩვენი გაერთიანებული საქართველო" – 9 %;

გიორგი გახარია - "გახარია - საქართველოსთვის" – 13 %;

გიორგი ლომია - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – 2 %;

თამარ კეკენაძე - "მესამე ძალა" – 1 %;

კახა კალაძე - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" – 40 %;

მიხეილ ქუმსიშვილი - "საქართველოს ლეიბორისტული პარტია" – 1 %;

ნიკანორ მელია - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – 17 %;

სხვა - 3 %;

ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი - 6 %