"ქართული ოცნება" შორდება ევროკავშირს და ნელ-ნელა უახლოვდება რუსეთის მოკავშირეობას"
"ქართული ოცნება" შორდება ევროკავშირს და ნელ-ნელა უახლოვდება რუსეთის მოკავშირეობას"
"ქართული ოცნება" შორდება ევროკავშირს და ნელ-ნელა უახლოვდება რუსეთის მოკავშირეობას, - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი ანდრიუს კუბილიუსის განაცხადებას.

როგორც წერეთელი აღნიშნავს, ანრეი კუბილიუსის განცხადება ძალიან მკაცრი იყო.

"ეს არის ძალიან მკაცრი, ძალიან გადაჭრით ნათქვამი, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ეს ასე არ იქნება "ქართული ოცნება" საბოლოოდ გაწყვეტს კავშირს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და დარჩება ერთი გზა, რომლისკენაც ნელ-ნელა მიდის კიდეც ეს არის, რომ გახდეს რუსეთის მოკავშირე", - აღნიშნავს
გიგი წერეთელი.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" ეთერში ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ თუ ადგილობრივ არჩევნებში "ქართული ოცნება" 43%-ს ვერ აიღებს, ისინი ზეწოლას მოახდენენ, რათა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები