"ამხელა მასშტაბის მოსმენებს და ჩაწერას ვერავინ განახორციელებს ქვეყანაში, სპეცსამსახურების, სუს-ის გარდა, არანორმალურია ის ვითარება, რაშიც ვართ" - კვირის პალიტრა

"ამხელა მასშტაბის მოსმენებს და ჩაწერას ვერავინ განახორციელებს ქვეყანაში, სპეცსამსახურების, სუს-ის გარდა, არანორმალურია ის ვითარება, რაშიც ვართ"

"ამხელა მასშტაბის მოსმენებს და ჩაწერას ვერავინ განახორციელებს ქვეყანაში, სპეცსამსახურების, სუს-ის გარდა, არანორმალურია ის ვითარება, რაშიც ვართ", - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, არჩევნებზე თავისუფალი არჩევანი უნდა გავაკეთოთ, "ვიცით, ერთი რამ, რომ ამხელა მასშტაბის მოსმენებს და ჩაწერებს ვერავინ განახორციელებს ქვეყანაში, სპეცსამსახურების, სუს-ის გარდა. მე არ ვიცნობ შინაარსს, ინტერნეტით სხვადასხვა მონაცემებს ვეცნობი, ეს ხომ მიუღებელია?! ჩვენ რა გვინდა, ვცხოვრობდეთ ისევ ქვეყანაში, სადაც გვისმენენ, უთვალთვალებენ, აშანტაჟებენ, მით უმეტეს, უსმენენ ელჩებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, თუ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, სადაც სპეცსამსახური თავის საქმეს აკეთებს და მაგალითად, აგენტურული ქსელის გამოვლენაზე მუშაობს. პოლიტიკას აქვს თავისი ადგილი. ხალხი არჩევნებზე მიდის და თავისუფალ არჩევანს აკეთებს, ეს არის არჩევანი, რაც უნდა გავაკეთოთ. არანორმალურია ის ვითარება, რაშიც ვართ. მით უმეტეს, ამ ყველაფრის გამოყენება დაპირისპირებისთვის და მართლა ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის. ეს არანორმალურია და გვინდა დავამთავროთ",- აღნიშნავს ვაშაძე.

კითხვას, როგორ შეაფასებს მასალებთან დაკავშირებით გიორგი გახარიას პარტიისა და მმართველი გუნდის ბრალდებებს, ვაშაძე აღნიშნავს, რომ "კატასტროფაა რაც ხდება". "ერთიც და მეორეც ხელისუფლებაში იყო, როდესაც ეს ჩანაწერები გაკეთდა. კიდევ აქეთ გვაშანტაჟებენ, რომ შეიძლება პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტები და კიდევ რაღაცები გამოქვეყნდეს. მომბეზრდა, ხალხო, კატასტროფაა! რა ვამტკიცო ახლა, რომ მათ ჩაწერეს?! გამაგებინეთ, რა უნდა ვთქვათ, ორჯერ ორი ოთხია, რომ ეს არის მათი ჩანაწერები. მიზანმიმართულად გაკეთებულია იმისთვის, რომ შანტაჟი ჰქონოდათ კონკრეტულ ადამიანებზე, ახლა არის საეკლესიო პირებზე, შემდეგ გამოვა სხვა ჯგუფზე, შემდეგ სხვაზე.

ელჩები რომ ამას უყურადღებოდ არ დატოვებენ, მათ ტელეფონს რომ უსმენენ, ეს ფაქტია. ჩვენ ერთი ხელით ვამბობთ, რომ დასავლეთში ინტეგრაცია გვინდა და მეორე ხელით ვამბობთ, რომ დასავლეთის მთავარ წარმომადგენლებს აქ ყოველდღე უთვალთვალებენ და უსმენენ. რაზე ვსაუბრობთ? რა სახელმწიფოს ვაშენებთ. კითხვა დავსვათ, რას ვამტკიცებთ, რომ ეს კარგია?! ამას გვიმტკიცებს "ქართული ოცნება?! ",-აღნიშნავს ვაშაძე.შეგახსენებთ, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.