"საბავშო ბაღი მგონია ამაზე მსჯელობა და კამათი, ვინ სად მიიტანს შარდს და ვინ რას გააკეთებს, არასერიოზულია!" - კვირის პალიტრა

"საბავშო ბაღი მგონია ამაზე მსჯელობა და კამათი, ვინ სად მიიტანს შარდს და ვინ რას გააკეთებს, არასერიოზულია!"

"ცოტა საბავშო ბაღი მგონია ამაზე მსჯელობა და კამათი, ვინ სად მიიტანს შარდს და ვინ რას გააკეთებს, არასერიოზულია!" - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ნარკოტესტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, საქმეზე მსჯელობა და საუბარი არ მიმდინარეობს.

"ცოტა საბავშო ბაღი მგონია ამაზე მსჯელობა და კამათი ვინ სად მიიტანს შარდს და ვინ რას გააკეთებს ამასთან დაკავშირებით, არასერიოზულია. უნდა ვიმსჯელოთ, რას გააკეთებ ქვეყნისთვის, შარდია მთავარი, თუ საქმე, ბოლოს და ბოლოს, ამ ქვეყანაში მითხარით. სად არის მსჯელობა ვინ რის გაკეთებას აპირებს, ვინ სად მიიტანს შარდს ამაზე ბევრი მსჯელობაა. ეს ხომ არანორმალურია უბრალოდ. რა საარჩევნო კამპანიაა ეს?! სადაც ვეუბნებით ხალხს, რომ საქმეზე ვისაუბროთ, არასად არ არის საქმეზე საუბარი. მუდმივად ერთი და იგივე. ეს არის რეალობა",-აღნიშნავს ვაშაძე.

კითხვაზე, რაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სამხარაულის ეროვნულ ბიუროს არ ენდობა და ნარკოტესტი მან ევროპაში ჩააბარა, ვაშაძე აღნიშნავს: "თავის თავსაც არ ენდობა ის, თვითონ არ იყო სამხარაულის ბიუროს უფროსი პრემიერი იყო კაცი".