"თუ ადამიანი მართლაც არაფერს მალავ, რა პრობლემაა ნარკოტესტის ჩატარება? - სოლიდარობაა, რაც ნიკა მელიამ თავის გადამრჩენელ გახარიას გამოუცხადა"
"თუ ადამიანი მართლაც არაფერს მალავ, რა პრობლემაა ნარკოტესტის ჩატარება? - სოლიდარობაა, რაც ნიკა მელიამ თავის გადამრჩენელ გახარიას გამოუცხადა"
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიტიკური სოლიდარობაა ის, რაც ნიკა მელიამ და მერობის სხვა კანდიდატებმა გიორგი გახარიას მიმართ გააკეთეს, როდესაც მათ უარი განაცხადეს ნარკოტესტის გაკეთებაზე.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყოფილი პრემიერის რეაქცია ნარკოტესტის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ, მისთვის გაუგებარია.

"ამას შეიძლება დავარქვათ პოლიტიკური სოლიდარობა. სოლიდარობაა, რაც ნიკა მელიამ თავის გადამრჩენელს, გახარიას გამოუცხადა. ალბათ, ეს ასე შეიძლება მოინათლოს. არ მაინტერესებს ნამდვილად. თუ ადამიანი მართლაც არაფერს მალავ, რა პრობლემაა ნარკოტესტის ჩატარება? ეს
არის ძალიან ელემენტარული და ვფიქრობ, ვალდებულებაც ყველა საჯარო მოხელის და პოლიტიკოსის, ვისაც პრეტენზია აქვს ქვეყნის მართვაზე. ჩვენ არაერთი ნარკომანი მმართველი გვინახავს, როგორიც არის სააკაშვილი. ის დღესაც არის ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელი და მისი ლაივჩართვები ამის დამადასტურებელია. იმისდა მიხედვით რა დოზას მოიხმარს, ხან უმატებს ტონს, ხან
უკლებს.

გაუგებარია ნამდვილად გახარიას ეს რეაქცია, თუმცა, მესმის სოლიდარობა, რომელიც მელიას და სხვა კანდიდატების მხრიდან ვნახეთ, ეს კითხვებს ბადებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები