"საერთაშორისო სკანდალში ვართ გახვეული დიპლომატების თვალთვალით და ამას არავინ უპასუხოდ არ დატოვებს"
"საერთაშორისო სკანდალში ვართ გახვეული დიპლომატების თვალთვალით და ამას არავინ უპასუხოდ არ დატოვებს"
"საერთაშორისო სკანდალში ვართ გახვეული დიპლომატების თვალთვალით და ამას არავინ უპასუხოდ არ დატოვებს", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან" გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ის ხალხი, რომელიც ამ პროცესშია ჩართული "მორალურად უნდა გასამართლდნენ".

"ის ხალხი, რომელმაც ქვეყანა შარში გახვია, უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი ამაზე. მე ამ სასამართლოთი არავის დაჭერას არ ვითხოვ, მაგრამ
ეს ხალხი მორალურად უნდა გავასამართლოთ და სასჯელი უნდა იყოს მორალური, შეიძლება უფრო მძიმეც, ვიდრე პატიმრობა. უნდა გამოვდოთ ამ ადამიანების სახელი და გვარები, ვინც ჩვენს "ტრუსიკებში" ცხვირით ძვრებოდნენ,"- განაცხადა ხვიჩიამ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები