"სააკაშვილი ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელია და მისი „ლაივჩართვები“ ამის დამადასტურებელია, იმის მიხედვით რა დოზას მოიხმარს, ხან უმატებს ტონს, ხან უკლებს" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელია და მისი „ლაივჩართვები“ ამის დამადასტურებელია, იმის მიხედვით რა დოზას მოიხმარს, ხან უმატებს ტონს, ხან უკლებს"

"ჩვენ არაერთი ნარკომანი მმართველი გვინახავს, როგორიც არის სააკაშვილი. ის დღესაც არის ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნარკოტესტის საკითხზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის "ლაივჩართვები" ამის დამადასტურებელია.

"ჩვენ არაერთი ნარკომანი მმართველი გვინახავს, როგორიც არის სააკაშვილი. ის დღესაც არის ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელი და მისი "ლაივჩართვები" ამის დამადასტურებელია. იმისდა მიხედვით რა დოზას მოიხმარს, ხან უმატებს ტონს, ხან უკლებს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილის მორიგი განცხადება, სადაც ის ჯარის შემდეგ პოლიციელებს მოუწოდებს, არ დაემორჩილონ დავალებებს, არის თუ არა მცდელობა სახელმწიფო ინსტიტუტები განაწყონ ხელისუფლების წინააღმდეგ? - პრემიერმა უპასუხა: "სააკაშვილის, ამ ნარკომანი, არასერიოზული კაცის მოწოდებები არავის აინტერესებს".

"სააკაშვილის, ამ ნარკომანი, არასერიოზული კაცის მოწოდებები გუშინაც თუ ნახეთ, ელემენტარულია, ნებისმიერი დამწყები პოლიციელი ამოიცნობს, რომ ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო. არ არის საინტერესო ეს ნარკომანი და არასერიოზული კაცი რას იტყვის, ვის მიმართავს და ვის გაუგზავნის პროპაგანდისტულ გზავნილებს. ყველამ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ლაჩარი, ის აქ ვერ ჩამოვა და თუ ჩამოვა, შევა პირდაპირ ციხეში. ამ პროცესს წინ ვერავინ აღუდგება ამ ქვეყანაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.