"გახარიას ვურჩევდი, ცეცხლთან ფრთხილად იყოს, ხელი არ დაიწვას!"
"გახარიას ვურჩევდი, ცეცხლთან ფრთხილად იყოს, ხელი არ დაიწვას!"
"გიორგი გახარიას ვურჩევდი, ცეცხლთან ფრთხილად იყოს, ხელი არ დაიწვას!" - არ გამოვრიცხავ, ეს ფარული ჩანაწერები მის პერიოდშიც იყოს, მის ადგილას ცოტა ფრთხილ განცხადებებს გავაკეთებდი, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

"ის რაც არის, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა, თუმცა გიორგი გახარიას ადგილას ასეთ თამამ განცხადებებს არ გავაკეთებდი. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს ქაოსი და გაუგებრობა სწორედ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს იყო, როდესაც თურმე გარკვეული მასალები ასე მიმოფანტული იყო
და შეიძლება ვინმეს ასეთ მასალებზე წვდომა ჰქონდეს. ეს არის გამოძიების საგანი. დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში კონკრეტული პირები იქნებიან გამოკვეთილნი, თუ ვისი პასუხისმგებლობა იყო და როგორ მოხდა, - განაცხადა ზარქუამ.

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, ის რაც ფარული ჩანაწერების გარშემო ხდება პირადად მისთვისაც მიუღებელი და გაუგებარია.

"უმრავლესობაში ვიმსჯელებთ,
გარკვეულ კითხვებზე პასუხები უნდა მივიღოთ როგორც ჩვენ, ისე საზოგადოებამ. რაც ახლა ხდება ორგანიზებულია გარკვეული მარგინალური ჯგუფების მიერ - შეუძლებელია ეს მმართველ პარტიას აწყობდეს და მმართველი პარტიის ინტერესებში იყოს. ყველა სახელმწიფოში შესაბამისი სამსახურები შეიძლება გარკვეული კატეგორიის ადამიანების მონიტორინგის პროცესში იყვნენ ჩართულნი. ეს უცხო არ არის, მაგრამ ამის შემდეგ ამ თემების სააშკარაოზე გამოტანა გარკვეული ჩანერგილის თუ ვის მიერ ხდება, ამას გამოძიება დაადგენს", - განაცხადა ზარქუამ.
პატრიოტი 2
17 სექტემბერი 2021 10:59
ეს, რა საშინელი საცობია!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები