"გახარია "კოკაიშნიკი" ახლა გახდა, მანამდე იყო თუ ახლა აპირებს, ეს მისი პირადი საქმეა, ჩვენ საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, ნარკოტესტის ჩაბარება რატომ დააგვიანა" - კვირის პალიტრა

"გახარია "კოკაიშნიკი" ახლა გახდა, მანამდე იყო თუ ახლა აპირებს, ეს მისი პირადი საქმეა, ჩვენ საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, ნარკოტესტის ჩაბარება რატომ დააგვიანა"

"გახარია, როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიტიკურ ჭაობში აღმოჩნდა, ამის შემდეგ რაც მეტს იმოძრავებს და იაქტიურებს, უფრო ჩაიძირება", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გახარიამ კალაძის გამოწვევა წააგო და საზოგადოებაში ამით კითხვები გააჩინა.

"სამწუხაროდ, გიორგი გახარიამ კალაძის მშვიდი, უწყინარი და ჩვეულებრივი გამოწვევა პრაქტიკულად წააგო, წააგო იმით, რომ დააგვიანა კითხვაზე პასუხის გაცემა. არაფერი აქ არ იყო რთული, ამ ადამიანს შეეძლო მისულიყო და ტესტი ჩაებარებინა. გიორგი გახარიამ პასუხგაუცემელი კითხვები დააგროვა, როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიტიკურ ჭაობში აღმოჩნდა, ამის შემდეგ რაც მეტს იმოძრავებს და იაქტიურებს, უფრო ჩაიძირება. ამიტომ სჯობს, რომ როცა არჩევნების შემდეგ ნახავს, რომ ისეთი რეიტინგი არ აქვს რისი მოლოდინიც ჰქონდა, პოლიტიკას ჩამოცილდეს.

გახარია "კოკაიშნიკი" ახლა გახდა, მანამდე იყო თუ ახლა აპირებს, ეს მისი პირადი საქმეა. ჩვენ საფუძველი გვაქვს, ვივარაუდოთ, ნარკოტესტის ჩაბარება რატომ დააგვიანა. მტკიცებით ფორმაში ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ როცა ასეთი ამბიციის მქონე ადამიანი ასეთ მარტივ გამოწვევას ვერ მიიღებს, გამოცდას ვერ ჩააბარებს, კითხვები ჩნდება,"- განაცახადა მაჭარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სტუმრობისას, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას "ვიღაც კოკაინშიკი" უწოდა.