"ქართველმა ხალხმა უნდა მოახერხოს და ქვეყნის უკუღმა დატრიალებული ბორბალი წაღმა შემოვატრიალოთ"
"ქართველმა ხალხმა უნდა მოახერხოს და ქვეყნის უკუღმა დატრიალებული ბორბალი წაღმა შემოვატრიალოთ"
"2 ოქტომბრის არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი თარიღი და მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ქართველმა ხალხმა უნდა მოახერხოს და ქვეყნის უკუღმა დატრიალებული ბორბალი რამენაირად ყველამ ერთად წაღმა უნდა შემოვატრიალოთ", - ამის შესახებ პარტიის "ევროპული საქართველო" გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ ბათუმში, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ვახტანგ კალოიანის და აჭარის რეგიონის გუნდი წარდგენაზე განაცხადა.

როგორც ბობოხიძემ აღნიშნა, 2 ოქტომბრის არჩევნებში მნიშვნელოვანია კოორდინაცია და ასევე საჭიროა "ქართული ოცნების" პირობებში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა.

"ორივე საკითხში, პარტნიორების მხარდაჭერაში და
ქართული პოლიტიკური პარტიების კოორდინაციაში, "ევროპულ საქართველოს" აქვს უმნიშვნელოვანესი როლი. მთავარი პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც უზრუნველყოფენ კოორდინაციასაც და დასავლელ პარტნიორებთან პოლიტიკური მხარდაჭერ
ის მოპოვებას სწორედ "ევროპული საქართველოს" ლიდერები არიან. ამიტომ, თითოეულმა თქვენგანმა, პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა, ბრძოლის ამ ეტაპზე ჩვენს მოქალაქეებამდე უნდა მივიტანოთ ამბავი, რომ "ევროპული საქართველო" არის ის პარტია, რომლის მხარდაჭერა აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის, თუ გვინდა, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ. თითეული თქვენგანის როლი არის შეუცვლელი და უნიკალური, რადგან თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც პანდემიის პერიოდში ჩვენს მოსახლეობასთან უნდა მივიდეს და სათქმელი უნდა მიიტანოს", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები