"კომიკურ ვითარებაში იმყოფებიან, გინესის რეკორდში მოხვდება პარლამენტი, რომელმაც წელიწადნახევარში 3-ჯერ გააგდო დეპუტატი ნიკა მელია"
"კომიკურ ვითარებაში იმყოფებიან, გინესის რეკორდში მოხვდება პარლამენტი, რომელმაც წელიწადნახევარში 3-ჯერ გააგდო დეპუტატი ნიკა მელია"
"ქართულ ოცნებას" სურს, რომ თუ არჩევნები გაყალბდა, მელია ამ პროცესებს დაუცველი შეხვდეს იმუნიტეტის გარეშე, ეს კიდევ ერთხელ ავლენს, როგორ ეშინიათ მისი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც საპროცედურო საკითხთა და წესების დაცვის კომიტეტზე ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის გატანას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა გავლენას ვერც ნიკა მელიაზე მოახდენს და ვერც "ნაციონალურ მოძრაობაზე". ამასთან, მან გაიხსნენა პრეცედენტი, როცა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნა პ
არლამენტმა არ დააკმაყოფილა.

გოცირიძე აცხადებს, რომ ამჯერად, ფორსირებულ რეჟიმში ამის განხილვა მიუთითებს, რომ მათ პოლიტიკურ ინტერესს სწორედ უფლებამოსილების შეწყვეტა წარმოადგენს.

"ძალიან კომიკურ ვითარებაში იმყოფებიან. სასწრაფოდ გამოიტანენ პლენარულ სხდომაზე მესამედ მელიასთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. გინესის რეკორდში მოხვდება საქართველოს პარლამენტი, რომელმაც ერთ წელში თუ წელიწადნახევარში სამჯერ გააგდო
დეპუტატი. კი შეიძლება ვთქვათ, რომ ნიკა მელიამ თავად დაწერა განცხადება, მაგრამ ჩვენც ხომ გვქონდა დაწერილი განცხადებები და მაშინ ნახევარი წელი რას ელოდებოდნენ. ახლა მათ სურთ, რომ თუ არჩევნები გაყალბდება, მელია ამ პროცესს შეხვდეს დაუცველი და იმუნიტეტის გარეშე, მაგრამ ერთი რამ ვერ შეიგნეს, რომ თავად დათმო იმუნიტეტი და საკუთარი ნებით წავიდა ციხეში პრინციპების გამო. ეს მათი სასაცილო და ფორსირებული გადაწყვეტილება ვერ მოახდენს ვერავითარ გავლენას ვერც "ნაციონალურ მოძრაობაზე", ვერც ნიკა მელიაზე და მის პოლიტიკურ აქტივობაზე. ეს კიდევ ერთხელ ავლენს, როგორ ეშიანიათ ნიკა მელიასი,"- განაცხადა გოცირიძემ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები