ვენის ჰოსპიტალის დასკვნით, ცნობილია გიორგი გახარიას ნარკოტეტის პასუხი - რა ინფორმაციას ავრცელებს პარტია "საქართველოსთვის"? - კვირის პალიტრა

ვენის ჰოსპიტალის დასკვნით, ცნობილია გიორგი გახარიას ნარკოტეტის პასუხი - რა ინფორმაციას ავრცელებს პარტია "საქართველოსთვის"?

ვენის წამყვანი ჰოსპიტალის დასკვნით, გიორგი გახარიას არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს.

"ექსპერტიზა ჩატარდა ქალაქ ვენის წამყვან ჰოსპიტალში „RUDOLFINERHAUS" 2021 წლის 14 სექტემბერს. ექპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიამ გაიარა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ნებაყოფლობითი შემოწმება სისხლისა და შარდის ანალიზებით. გამოკვლევა ჩატარდა ავსტრიაში დადგენილი წესებისა და რეგულაციების შესაბამისად.

დეტალური კვლევების შედეგებით, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დასტურდება.

დოკუმენტის გაცემის თარიღია - 2021 წლის 16 სექტემბერია”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"