"ცესკო-ში "სისხლიან ბანერებთან" დაკავშირებით სარჩელი შევიტანეთ, ყველა სააგიტაციო კამპანიას ავტორი, ტირაჟი უნდა ჰქონდეს მითითებული, რაც აქ არ არის და კანონდარღვევაა" - კვირის პალიტრა

"ცესკო-ში "სისხლიან ბანერებთან" დაკავშირებით სარჩელი შევიტანეთ, ყველა სააგიტაციო კამპანიას ავტორი, ტირაჟი უნდა ჰქონდეს მითითებული, რაც აქ არ არის და კანონდარღვევაა"

პარტია "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, ადვოკატებთან ერთად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ ბანერებთან დაკავშირებით შესახებ საჩივარი შეიტანა.

როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ე.წ "სისხლიანი ბანერები" კანონდარღვევით არის ქალაქში გაკრული, რადგან ყველა სააგიტაციო კამპანიას ავტორი და ტირაჟი უნდა ჰქონდეს მითითებული, რაც არსებულ ბანერებს არ გააჩნიათ.

ამასთან ხოშტარიას თქმით, "ქართული ოცნება" თან ამბობს, რომ მათ მიერ არის გაკრული აღნიშნული ბანერები და თან ტექნიკურად არ მიუთითებენ, რათა კახა კალაძეს "დაუტოვონ სივრცე, თითქოს ძალიან კეთილია და ამის ავტორი ის არ არის".

"ცესკო-ში სარჩელი შევიტანეთ ე.წ "სისხლიან ბანერებთან" დაკავშირებით, რომელიც ქალაქში განთავსდა. აბსოლუტურად ყველა სააგიტაციო კამპანიას უნდა ჰქონდეს ავტორი, ტირაჟი მითითებული, რაც აქ არ არის, რაც კანონდარღვევაა.

აქ ერთი ძალიან საინტერესო მომენტია, რომ "ქართული ოცნება", მაგალითად, კალაძე თან ცდილობს, რომ დისტანცირდეს ამ ბანერებისაგან და თან აბსოლუტურად ცხადია, რომ ეს არის "ქართული ოცნების" დაბეჭდილი. ამიტომ კეთილი ინებონ და კანონი ფორმალურად მაინც შეასრულონ, ან აღიარონ, რომ მათია და მიაწერონ ამ ყველაფერს, ან მიაწერონ, ვინ არის და ჩვენ იმასაც გამოვიკვლევთ, რა კავშირში "ქართულ ოცნებასთან". ჩვენ არანაირი ილუზია არ გვაქვს, რომ ცესკო სამართლიანად მოიქცევა, ან "ქართული ოცნება" რამეს გადაიფიქრებს, მაგრამ დისკომფორტი ამ მალვასთან დაკავშირებით აუცილებლად იქნება ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერაც შეფასებული. ეს არის კონკრეტული კანონდარღვევა და მცდელობა, რომ ამოეფარონ ვიღაცას. თან ამბობენ, რომ მათია იმიტომ, რომ ხაზს უსვამენ ამ სიძულვილის შინაარსს, რაც შიგნით არის, თან ტექნიკურად ამას არ მიუთითებენ, რათა კალაძეს დაუტოვონ სივრცე, რომ თითქოს ძალიან კეთილია და არ არის ამ ყველაფრის ავტორი.

სარჩელში კონკრეტულად არის მითითებული იმ კანონებზე, რომელთა დარღვევაც მოხდა და წესით კანონის არსებობის შემთხვევაში ცესკო-მ უნდა მოახდინოს რეაგირება და უნდა აიძულოს ისინი, მიუთითონ, ვინ არის ამის ავტორი. არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ ესენი კანონით ხელმძღვანელობენ, თუმცა მათ კარგად ესმით, რომ ამ ყველაფერს საერთაშორისო დამკვირვებლებიც აკვირდებიან", - განაცხადა ხოშტარიამ.