ელენე ხოშტარია მოსმენებთან დაკავშირებით პროკურატურაში დაიბარეს - კვირის პალიტრა

ელენე ხოშტარია მოსმენებთან დაკავშირებით პროკურატურაში დაიბარეს

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხოშტარია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, საქმე ეხება მოსმენებს.

"დამირეკეს პროკურატურიდან მოწმის სახით გვინდა დაგიბაროთ მოსმენებზეო. არ გენდობით, პირიქით გიჩივით თქო, სტრასბურგშიც მოგიწევთ პასუხების გაცემა თქო. მაშინ სასამართლოთი გამოგიძახებთო. მელამ კუდიო თუ როგორ არის?", - წერს ელენე ხოშტარია Facebook-ზე.