როგორია პარტიების რეიტინგი ბათუმში "ქართული ოცნების" კვლევის მიხედვით - კვირის პალიტრა

როგორია პარტიების რეიტინგი ბათუმში "ქართული ოცნების" კვლევის მიხედვით

"ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, ბათუმში მმართველ პარტიას 49.2%-იანი მხარდაჭერა აქვს, "ნაციონალურ მოძრაობას" 29.8%-იანი, პარტია "საქართველოსთვის" კი 4.1.%-იანი.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, კვლევის მიხედვით, "გირჩი - მეტი თავისუფლება" 2,8%-იანი მხარდაჭერა აქვს, "ლელოს" 2,1% უჭერს მხარს, "პატრიოტთა ალიანსს" 1,9%, "მესამე ძალას" 1,2%, მოქალაქეებს" 1,2%, "ლეიბორისტულ პარტიას" 1,1%, "ევროპული საქართველოს" 1,1%, "გირჩს" 0,6%, სხვა პარტიებს კი 4,9% უჭერს მხარს.

"რეიტინგების გათვალისწინებით, "ქართული ოცნების" შვიდივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს. შესაბამისად, ბათუმის საკრებულოს არჩევნები ამ შედეგებით რომ დასრულდეს, საკრებულოს წევრთა მანდატები პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა: "ქართული ოცნება" 24, "ნაციონალური მოძრაობა" 10, "საქართველოსთვის" 1 მანდატი",- განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ბათუმის მერობის კანდიდატების რეიტინგს, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, კითხვაზე, "ხვალ რომ ბათუმის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას", გამოკითხულთა 54.1% ხმას "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს არჩილ ჩიქოვანს მისცემდა.

კვლევის მიხედვით, "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს გიორგი კირთაძეს ხმას 30.6% მისცემდა. "საქართველოსთვის" კანდიდატს ირაკლი მიქელაძეს 4.6%, "გირჩი - მეტი თავისუფლების" მერობის კანდიდატს გიორგი ფუტკარაძეს კვლევის მიხედვით ხმას 2.1% მისცემდა. "პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანდიდატს ბონდო გუგულაძე 1.9% დაუჭერდა მხარს. დამოუკიდებელ კანდიდატს კახაბერ ცისკარიძეს 1.2%, ხოლო სხვა კანდიდატებს 5.5%-იანი მხარდაჭერა აქვთ.

"როგორც ხედავთ, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს აქვს ძალიან მყარი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში დიდი უპირატესობით მოიგოს. რა თქმა უნდა, ყველაფერი 2 ოქტომბერს ბათუმელი ამომრჩევლის აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული. არჩილ ჩიქოვანს და საკრებულოს წევრობის კანდიდატებს ვუსურვებთ გამარჯვებას", - განაცხადა პაპუაშვილმა.

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-17 სექტემბერის პერიოდში. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2690 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 87,9 % დაასახელა. ცდომილების ზღვარი შეადგენს 3 %.