"ახლა ვდგავარ ზვიად გამსახურდიას ბიუსტის წინ, რომელიც ძალიან მიყვარდა" - ანზორ მელია მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს
20-09-2021
"ახლა ვდგავარ ზვიად გამსახურდიას ბიუსტის წინ, რომელიც ძალიან მიყვარდა" - ანზორ მელია მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს
ერთიანი ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის მოსახლეობას შეხვდა, სადაც მან მუნიციპალიტეტის პრობლემებზე, უმუშევრობაზე, მოქალაქეების სოციალურ ყოფაზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

როგორც პარტია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ანზორ მელიამ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ოკუპაციას, რუსეთის აგრესიას და საქართველოს დასავლური გზის მნიშვნელობას.

მათივე ცნობით, შეხვედრის ბოლოს ანზორ მელიამ ამომრჩევლებს დარჩელის მაჟორიტარობის კანდიდატი მაია კალანდია წარუდგინა.

"ახლა ვდგავარ ზვიად გამსახურდიას ბიუსტის წინ, რომელიც ძალიან მიყვარდა და
ვიხსენებ იმ არჩევნებს, როცა მთელი ქართველი ერი ერთ მუშტად იყო შეკრული და ამან გამოიღო დიდი შედეგი, მაგრამ, ვაი, რომ ჩვენს მტრებს არ ეძინათ და დაამხეს ჩვენი პატრიოტი პრეზიდენტის ხელისუფლება.

ყველა უნდა ჩავდგეთ საქართველოს გადარჩენის რიგებში იმიტომ, რომ უკვე დაუფარავად გვექაჩებიან რუსეთისკენ. ამიტომ, მე გადავწყვიტე, ჩემს
შვილთან ერთად ფრონტის წინა ხაზზე დავდგე და ჩემს ხალხს ვუთხრა: თქვენ არა ხართ ღირსნი, იცხოვროთ ასეთ გაჭირვებაში.

მე აქ არ ჩამოვსულვარ არც სიმდიდრის დასაგროვებლად, არც სახლების საყიდლად, მე ჩამოვედი, რომ თქვენ გემსახუროთ", - განაცხადა ანზორ მელიამ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?