"სათქმელი არაფერი აქვთ კატასტროფის ფონზე, რაც ქვეყანას მოუტანეს, ერთადერთი ინსტრუმენტი "სისხლიანი ბანერებია" - კვირის პალიტრა

"სათქმელი არაფერი აქვთ კატასტროფის ფონზე, რაც ქვეყანას მოუტანეს, ერთადერთი ინსტრუმენტი "სისხლიანი ბანერებია"

"მათ სათქმელი არაფერი აქვთ იმ კატასტროფის ფონზე, რაც მოუტანეს ქვეყანას, ერთადერთი ინსტრუმენტი "სისხლიანი ბანერებია", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ ამას უნდა უპასუხოს მშვიდად, თუმცა მტკიცედ არჩევნების გზით "რეჟიმის მშვიდობიანი დასრულებით".

"არაფერი ჩემთვის გასაკვირი არ არის, ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან - სიძულვილი, ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა, ანუ, შავ-თეთრად ვითარების წარმოჩენა და ყველა არჩევნების წინ რაღაც საფრთხის დახატვა, იმიტომ, რომ მათ სათქმელი არაფერი არ აქვთ იმ კატასტროფის ფონზე, რაც მოუტანეს ქვეყანას, ამიტომ ჩვენ ამ ყველაფერს უნდა ვუპასუხოთ მშვიდად, მაგრამ მტკიცედ, არჩევნებზე ამ რეჟიმის მშვიდობიანი დასრულებით. ეგ არის ჩვენი იარაღი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, იმისთვის, რომ ამ ქვეყნისთვის სახიფათო ადამიანისგან და მისი გარემოცვისგან დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი", - განაცხადა ბოკერიამ.