"ქართულ ოცნებას" კითხვებზე პასუხი არ აქვს და ეშინია მხილების, ყველაზე მეტად ის მაოცებს, რატომ ამბობს უარს ამ მხილებაზე "ნაციონალური მოძრაობა" - კვირის პალიტრა

"ქართულ ოცნებას" კითხვებზე პასუხი არ აქვს და ეშინია მხილების, ყველაზე მეტად ის მაოცებს, რატომ ამბობს უარს ამ მხილებაზე "ნაციონალური მოძრაობა"

"ქართულ ოცნებას" კითხვებზე პასუხი არ აქვს და ეშინია მხილების, ყველაზე მეტად ის მაოცებს, რატომ ამბობს უარს ამ მხილებაზე "ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ "მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.

ვაშაძის განმარტებით, "ქართულ ოცნებას" არ სურს, რომ ჩატარდეს სხდომა, სადაც ილაპარაკებენ სიმართლეზე და სამწუხაროა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია ამ შემთხვევაში სრულად ემთხვევა მმართველი გუნდის პოზიციას.

"ჩვენთვის ყველა მექანიზმის გამოყენება, რომელიც ამხელს არსებულ დანაშაულებრივ სისტემას არის ძალიან მნიშვნელოვანი. გამომდინარე აქედან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციონერ კოლეგებს დავფიქრდეთ, არის თუ არა მნიშვნელოვანი ვამხილოთ ის დანაშაულებრივი სისტემა, რაც დღეს არის. რეგლამენტით შესაძლებელია ამ სხდომის დანიშვნა და სუს-ის ხელმძღვანელის მოსვლა, "ქართულ ოცნებას" კითხვებზე პასუხი არ აქვს და ეშინია მხილების. ყველაზე მეტად ის მაოცებს ამ მხილებაზე უარს რატომ ამბობს "ნაციონალური მოძრაობა". უარს რატომ ამბობს მათ ჰკითხეთ, მათ ნაცვლად მე ვერ გაგცემთ პასუხს.

ერთადერთი სტრატეგია აქვს "ქართულ ოცნებას", რომ საფრთხობელად გამოიყენოს "ნაციონალური მოძრაობა", დააშინოს ხალხი და ამით მიიღოს ხმები, რასაც 2 ოქტომბერს უნდა დავუპირისპირდეთ", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისათვის, სავარაუდო ფარული მოსმენის საკითხთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის ჩატარების ინიციატივა "ლელოს" ეკუთვნის. ფრაქციაში ამ მიზნით ხელმოწერებს აგროვებენ. ნიკა მელიას განცხადებით, "ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში "ნაციონალურ მოძრაობას" მონაწილეობის მისაღებად არ სცალია".