"ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯების შედეგად, ვითარება გასცდა იმ ზღვარს, როცა ნორმალური საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენებას აზრი ექნებოდა"
"ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯების შედეგად, ვითარება გასცდა იმ ზღვარს, როცა ნორმალური საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენებას აზრი ექნებოდა"
"ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ, საქართველოში ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯების შედეგად, ვითარება გასცდა იმ ზღვარს, როდესაც ნორმალური საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენებას აზრი ექნებოდა", - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას შეფასებას პარლამენტში რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით.

ბოკერიას განმარტებით, ნორმალურ ვითარებაში პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა და "ფარულ ჩანაწერებთან" დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დაბარება ბუნებრივი იქნებოდა, თუმცა ქვეყანა ნორმალურ ვითარებას გასცდა.

"ჩვენ ახლა ერთადერთ რამეზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული -
არჩევნებზე მოქალაქეების მოსვლასა და ამ რეჟიმის დამარცხებაზე ამ არჩევნებში ისე, რომ შემდეგ სწრაფად იყოს ვადამდელი არჩევნები. ნებისმიერი სხვა ნაბიჯი, თუნდაც გულწრფელი მოტივებით, იქცევა ფიქციად ან უბრალოდ სპექტაკლად, იმისთვის, რომ თითქოს დემოკრატიული ინსტიტუტი მუშაობს. არ არის მიზანშეწონილი ნამდვილად", - განაცხადა ბოკერიამ.

ინფორმაციისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ,
ნიკა მელიამ "ლელოს" ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც, პარტია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას და სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის დაბარებას ითხოვს, განაცხადა, რომ "2 ოქტომბრამდე "ნაციონალური მოძრაობის" არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები